ვიკიპედია:მასწავლებელი (რეგისტრაცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოგესალმებით  ·   მასწავლებელი  ·   ცნობარი  ·   სარჩევი  ·   დახმარება  ·   ფორუმი

მთავარი   რედაქტირება   ფორმატირება   ვიკი-ბმულები   გარე ბმულები   განხილვა   გახსოვდეთ   რეგისტრაცია   დასასრული    

მომხმარებლის სახელის რეგისტრაცია აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია!

ვიკიპედიაში ყველას წვლილი მისასალმებელია, მიუხედავად ანონიმურობისა. თუმცა ახალი სტატიების შესაქმნელად რეგისტრირებული მომხმარებელი უნდა იყოთ.

რეგისტრაცია სასურველია სამი მთავარი მიზეზის გამო:

  1. ანგარიშის გახსნა თქვენ მრავალ უპირატესობას გაძლევთ, მათ შორის რედაქტორების მეტ ფუნქციებს და კონფიგურაციის საშუალებას. ერთ-ერთი მათგანია კონტროლის სია, რომელიც გიადვილებთ თვალყური ადევნოთ ცვლილებებს გვერდებზე, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. მეორეა გვერდებისთვის სახელის გადარქმევის შესაძლებელობა. (ნუ გადაიტანთ გვერდებს უბრალოდ შიგთავსის გადატანით ახალ გვერდზე, ვინაიდან ამგვარად რედაქტირების ისტორია დაიკარგება. უმჯობესია სთხოვოთ დახმარება ყავახანაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს.)
  2. დაურეგისტრირებული მომხმარებელი ამოიცნობა მისი მანქანის IP მისამართით, რომელიც ინახება მათ მიერ წვლილის შეტანის ისტორიაში და განხილვის გვერდებზე ხელის მოწერისას. თქვენი კომპიუტერის IP მისამართი ხშირად თქვენს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა, შესაბამისად, რეგისტრაცია იცავს თქვენს პირადულ ინფორმაციას მისი დამალვით. ასევე, ვინაიდან IP მისამართები ხშირად იცვლება, დაურეგისტრირებულ მომხმარებლებს უჭირთ მოიპოვონ პატივისცემა სხვა რედაქტორებისგან კარგი რეპუტაციის შექმნით გზით. ასევე ძნელდება ურთიერთობა ამგვარ დაურეგისტრირებელ მომხმარებლებთან, ვინაიდან მათ საკუთარი განხილვის გვერდი არა აქვთ. ამ მიზეზთა გამო, მრავალი ვიკიპედიელი მიიჩნევს რეგისტრაციას იმის მინიშნებად, რომ თქვენ უფრო მოწადინებული ხართ სასიკეთო წვლილი შეიტანოთ ამ პროექტში. დროთა განმავლობაში ეს ასევე უფრო მეტ წონას შეჰმატებს თქვენს მიერ შეტანილ წვლილსა და თქვენს მიერ გამოთქმულ აზრს განხილვის გვერდებზე.
  3. და ბოლოს, მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ გახდნენ ადმინისტრატორები. თუ დარეგისტრირდებით, არ დაგავიწყდეთ თქვენი მომხ. სახელი და პაროლი. თუ ვინიცობაა დაგავიწყდათ იგი, ამ შემთხვევისთვის შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართიც, რათა შესაძლებელი გახდეს თქვენთვის ახალი პაროლის გამოგზავნა.



როგორ დარეგისტრირდეთ

დასარეგისტრირებლად დააწკაპუნეთ ზემოთ, ან ბმულს შესვლა ნებისმიერი გვერდის ზემო მარჯვენა კუთხეში. თქვენი სახელის შეცვლა ადვილი არ იქნება ერთხელ რეგისტრაციის შემდეგ, ასე რომ გირჩევთ მომხმარებლის სახელის პოლიტიკის წაკითხვას წინასწარ.