ვივეკანანდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვამი ვივეკანანდა
Swami Vivekananda-1893-09-signed.jpg
ბენგალი স্বামী বিবেকানন্দ;
ჰინდი स्वामी विवेकानन्द
დაბ. თარიღი ნარენდრანატჰ დატა
12 იანვარი, 1863
კალკუტა, ინდოეთი
გარდ. თარიღი ბელურის მონასტერი, კალკუტას მახლობლად.
ეთნიკურად ინდოელი
პროფესია ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე
ხელმოწერა Swami-Vivekanda-Signature-transparent.png
ვივეკანანდას ძეგლი მუმბაიში

ვივეკანანდა, სვამი (დ. 12 იანვარი, 1863 — გ. 4 ივლისი, 1902) — XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი. იგი თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. ინდოეთის თვალსაჩინო ფიგურა და ცნობილი მოღვაწე. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ — წერდა რაბინდრანათ თაგორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვამი ვივეკანანდა 1863 წელს დაიბადა ბენგალიაში, შეძლებული იურისტის ოჯახში. მამამისი ბრაჰმანების უმაღლესი კასტის შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მანაც იურიდიული განათლება მიიღო მამის კვალს არ გაჰყოლია. თავიდან ვივეკანანდა დაინტერესდა დასავლური და ინდური ფილოსოფიით, მაგრამ შემდეგ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ის შეხვდა რანი რასმანის, რომელიც ისტორიაში რამაკრიშნას სახელით შევიდა. ეს ადამიანი გამოირჩეოდა ორიგინალური აზროვნებით, შესანიშნავად ფლობდა იოგას და ჰიპნოზს, ცნობილი იყო სიწმინდითა და განდეგილობით. 1890-იანი წლების დასაწყისში, რამაკრიშნას გარდაცვალების შემდეგ, ვივეკანანდამ ფეხით იმოგზაურა მთელ ინდოეთში, რასაც სამი წელი მოანდომა.

1904 წლის 4 ივლისს 7 საათზე ის შევიდა თავის ოთახში და ითხოვა არ შეეწუხებინათ. ის 9:10 საათზე მედიტაციის დროს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]