ვიეტნამური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიეტნამური კერძი ნემ რან ან ჩან გიო

ვიეტნამური სამზარეულო მოიცავს საჭმელებსა და სასმელებს რომელიც ვიეტნამის სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი. თითოეულ ვიეტნამურ კერძს აქვს გამორჩეული არომატი, რომელიც რამდენიმე ინგრედიენტითაა შექმნილი. გავრცელებული ინგრედიენტებია კრევეტის პასტა, თევზის სოუსი, ლობიოს სოუსი, ბრინჯი, ახალი მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. ვიეტნამის სამზარეულოზე დიდი გავლენა ფრანგულმა კერძებმა მოახდინეს, განსაკუთრებით კი ფრანგული კოლონიზაციის პერიოდში. ვიეტნამურ რეცეპტებში გამოიყენება ჯანჯაფილი, პიტნა, ვიეტნამური პიტნა, გრძელი ქინძი, საიგონის დარიჩინი, ცაცხვი და ტაილანდური რეჰანის ფოთლები. [1] ცხოველური და მცენარეული ინგრედიენტების ბალანსის გამო, ასევე სანებლების იდეალურად გამოყენების გამო ვიეტნამური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელ სამზარეულოდ ითვლება. [2] [1]

ჩა ცა ვა ლონგ ჰანოისთვის დამახასიათებელი კერძი.

ფილოსოფიური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამური სამზარეულო ყოველთვის მოიცავს ხუთ ძირითად ელემენტს, რომლებიც კერძებში დაბალანსებულია. ინგრედიენტებიდან თითოეული გემოვნების სხვადასხვა შეგრძნებას (ngũ vị) ასახავს: სიცხარე (მეტალი), სიმჟავე (ხე), სიმწარე (ცეცხლი), მარილიანობა (წყალი) და სიტკბო (მიწა).

კულტურული მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამურ კერძებში მარილი ცოცხალათა და გარდაცვლილთა სამყაროებს შორის კავშირს გამოხატავს. ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ვიეტნამურ ქორწილებში, სადაც სჯერათ, რომ მას ქორწინების სრულყოფილება და ჰარმონია მოაქვს. განსაკუთრებულ შემთხვევებში საჭმელს ათავსებენ წინაპრების საკურთხეველთან (მაგალითად, მთვარის ახალ წელს) მიცვალებულებისთვის შეწირვის მიზნით. მომზადება და ჭამა უდიდეს მნიშვნელობას იძენს ვიეტნამურ კულტურაში.

რეგიონალური ვარიაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამის სამივე რეგიონი ზოგადი კულინარიული ტრადიციებით ერთმანეთს ჰგავს.

ბანჰ ხოაი
  • საჭმლის სიახლე: საჭმელებში ხორცი ცოტათი უმია, რაც შეეხება მწვანილებს მათი უმეტესობა მწვანე სახით, დაუმუშავებლად გამოიყენება. თუ მათი დამუშავება საჭიროა, მაშინ ისინი მოხარშული ან ნაკლებად შემწვარია.
  • მწვანილისა და ბოსტნეულის არსებობა: მწვანილი და ბოსტნეული აუცილებელია მრავალი ვიეტნამური კერძისთვის და ხშირად გამოიყენება უხვი რაოდენობით.
  • ტექსტურების მრავალფეროვნება და ჰარმონია (ხრაშუნა რბილი, წყლიანი ხრაშუნა, დელიკატური უხეში).
  • ბულიონები და წვნიანი ტიპის კერძები გავრცელებულია ქვეყნის სამივე რეგიონში.
  • სერვირება: ვიეტნამური კერძების უმეტესობა გაფორმებულია ნელსაცხებლებით, რომლებიც როგორც წესი მრავალფეროვანია.

მრავალი საერთო მახასიათებელისდა მიუხედავად ვიეტნამური კერძები რეგიონების მიხედვით განსხვავდება კიდეც. [2]

საჭმელი თანამედროვე ვიეტნამურ ყოფაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამური სამზარეულო ვიეტნამურ ცხოვრების წესზეა მორგებული დაწყებული მომზადებიდან, სერვირებით დამთავრებული. დიდხნიანი ომისა და პოლიტიკური კონფლიქტების გამო ვიეტნამის მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. ამიტომ, ვიეტნამური საკვების ინგრედიენტები ხშირად ძალიან იაფია.

ეკონომიკური პირობების გამო, ვიეტნამურ სამზარეულოში უკვე ტრადიციად იქცა ფულის დაზოგვის მიზნით ინგრედიენტების მაქსიმალური გამოყენება. ადრეული ათწელეულებიდან დღემდე სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ძროხის ხორცის ყველა ნაწილს, დაწყებული კუნთის ხორციდან ნაწლავებამდე იყენებს. მსგავსი რამ მოქმედებს ბოსტნეულებშიც. მაგალითად წვრილად დაჭრილ ხახვის ქერქის ფურცლებს ვიეტნამელები საკვებისთვის არომატის მისაცემად იყენებენ. ხრაშუნა ყუნწსა და ფეხვებს კი რგავენ და ხახვი მოჰყავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ერთ პატარა სახელმწიფოს წარმოადგენს ვიეტნამის თითოეული რეგიონის საკვები შეიცავს მათ გამორჩეულ და უნიკალურ მახასიათებლებს, რომლებიც იქ მცხოვრებლების გეოგრაფიულ და საცხოვრებელ პირობებს ასახავს. ტრადიციულად სამხრეთ ვიეტნამური კერძები მდინარე მეკონგის დელტაზე მოყვანილი პროდუქტებისაგან შედგება. სამხრეთული საჭმელები ,,მწვანეა'', აქაური კერძების უმეტესობა მწვანილებით, თევზითა და ტროპიკული მცენარეული ინგრედიენტებითაა გამდიდრებული. ცენტრალური ვიეტნამის რეგიონში კერძები მეტწილად დასამახსოვრებელი, მკვეთრი არომატით ხასიათდება. ეს რეგიონი მუდმივად მკაცრი ამინდის პირობებშია მთელი წლის განმავლობაში, ამიტომ იქ ხალხს არ აქვს იმდენი მწვანე ინგრედიენტი, როგორც ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთში მცხოვრებლებს. სამაგიეროდ, ვიეტნამის ცენტრალური მიდამოების სანაპირო ზოლი ცნობილია მარილისა და თევზის სოუსის მრეწველობით. სწორედ ეს ორი ინგრედიენტია ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი. ჩრდილოეთ ვიეტნამური სამზარეულო ძლიერი ჩინური გავლენით ხასიათდება. ვიეტნამის სამ მთავარ რეგიონში კლიმატისა და ცხოვრების წესის მკვეთრი განსხვავებების გამო, საკვები განსხვავდება. ჩრდილოეთ ვიეტნამური სამზარეულო არომატიტა და გემოთი ყველაზე ნაკლებად დასამახსოვრებელია ცენტრალური და სამხრეთ ვიეტნამისაგან განსხვავებით.

ვიეტნამური სუფრა

პოპულარულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამური სამზარეულო ამ სახელმწიფოს გარეთ იმ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც ვიეტნამელთა რაოდენობა შედარებით მეტია. ასეთი ქვეყნებია: ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და საფრანგეთი. ვიეტნამური კერძები ასევე ძალიან პოპულარულია იაპონიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში და რუსეთში, ასევე აზიური ქვეყნების უმეტესობაში.

ტიპური ვიეტნამური საოჯახო კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამური ოჯახის ტიპური კერძები მოცავს: [3]

  • Cơm (ქომ): მოხარშული თეთრი ბრინჯი.
  • Món mặn (მონ მან) ან ძირითადი კერძი: თევზი/ ზღვისპროდუქტი, ხორცი, ტოფუ (შემწვარი, მოხარშული, ორთქლზე მომზადებული, ჩაშუშული ან შემწვარი ბოსტნეულთან ერთად)
  • Rau (რაუ): შემწვარი, მოხარშული ან უბრალო მწვანილი.
  • Canh (ქანჰ): წვნიანი რომელიც ხშირად მომზადებულია ბოსტნეულით და ხორცით ან თევზით.
  • Tráng miệng (თრანგ მიენგ) ან დესერტი: რომელიც ხშირად მოიცავს ახალ ხილს ან ადგილობრივ ტკბილეულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]