ვიდნოე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ვიდნოე
რუს. Видное
Vidnoe20100926b.jpg
დროშა გერბი
Flag of Vidnoye.png Coat of Arms of Vidnoye (Moscow oblast) (1995).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი მოსკოვის ოლქი
საქალაქო ოკრუგი ლენინის
კოორდინატები 55°33′00″ ჩ. გ. 37°42′00″ ა. გ. / 55.55000° ჩ. გ. 37.70000° ა. გ. / 55.55000; 37.70000
დაარსდა 1949
პირველი ხსენება 1651
ადრეული სახელები პარინკი, ვიდნოვო
ამჟამინდელი სტატუსი 1965
ფართობი 18 კმ²
ცენტრის სიმაღლე 160
ოფიციალური ენა რუსული
მოსახლეობა Increase2.svg 71 482[1] კაცი (2019)
ეროვნული შემადგენლობა რუსები, თათრები, უკრაინელები, ბელორუსები
სასაათო სარტყელი UTC+03:00
სატელეფონო კოდი +7 495-54, 498-54, 498-618
საფოსტო ინდექსი 142700—142704
ოფიციალური საიტი http://www.vidnoe-adm.ru
ვიდნოე — რუსეთი
ვიდნოე

ვიდნოე[2] (რუს. Видное) — ქალაქი რუსეთში, მოსკოვის ოლქის ცენტრალურ ნაწილში, ლენინის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (2019-დან). 71 482 მცხოვრები (2019).[1] მდებარეობს მდინარე ბიტცაზე. ქალაქში არის რკინიგზის სადგური რასტორგუევო.

თანამედროვე ქალაქის საფუძველი გახდა მუშათა დასახლება მოსკოვის კოქს-აირის ქარხანასთან (მშენებლობა დაიწყო 1949 წელს, სახელი მიიღო 1902 წლიდან ცნობილი სააგარაკო დასახლება ვიდნოესგან). 1960–1962 წლებში ულიანოვის რაიონის ცენტრი იყო, 1965 წლიდან იყო მოსკოვის ოლქის ლენინის რაიონის ცენტრი. 1965 წელს ვიდნოეს შემადგენლობაში შევიდა სააგარაკო დასახლება რასტორგუევო (დაარსდა 1909–1910 წლებში, დღევანდელი ვიდნოე-2) და მუშათა დასახლებამ ქალაქის სტატუსი მიიღო. 2019 წლიდან ლენინის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრია.[3][4]

ვიდნოეში შემონახულია: წმინდა ეკატერინეს მამათა მონასტერი (დაარსდა 1658 წელ ცარ ალექსი მიხეილის ძის ბრძანებით, დაიხურა 1918 წელს, 1931–1991 წლებში იყო გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ობიექტი, აღდგა 1992 წელს, დღეს მოქმედია), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (აშენებულია 1705 და 1716 წლებს შორის პეტრე აპრასკინის ბრძანებით ყოფილ ბატონის მამულ ტაბოლოვოში). მუშაობს საწარმოები: „მოსკოქს“, „გიფსობეტონ“, ქარხანა „მოსმეკ“ (ალუმინის კონსტრუქციები); განვითარებულია მინერალური სასუქების წარმოება.

ვიდნოესთან ახლოს მდებარეობს მუზეუმ-ნაკრძალი გორკი-ლენინსკიე და ყოფილი თავადის სახლი სუხანოვო, რომელიც ვოლკონსკების საგვარეულოს ეკუთვნოდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]