ვეძათხევის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეძათხევის ეკლესია.

ვეძათხევის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევის დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე, მდინარე აძეძის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვით. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების მცირე ნაწილი. აღმოსავლეთ კედელზე შეიმჩნევა სარკმლის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]