ვექტორული ნამრავლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
a და b ვექტორთა ნამრავლი

ვექტორული ნამრავლი a და b ვექტორებისა არის ვექტორი, რომლის სიგრძე რიცხვობრივად ტოლია ამ ვექტორებზე აგებული პარალელოგრამის ფართობის. აღნიშნავენ ორგვარად: [a; b] ან a×b. ვექტორული ნამრავლის მიმართულება დამოკიდებულია i,j,k საკოორდინატო სისტემაზე. a ვექტორის b ვექტორისკენ უმოკლესი მობრუნება ჩანს იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც k ვექტორის ბოლოდან ჩანს i-დან j-სკენ.

ვექტორული ნამრავლის თვისებები:

  • [ab]=-[ba] (ანტიკომუტატიურობა)
  • λ[a; b]=[(λa); b] (ასოციაციურობა სკალარული მამრავლის მიმართ)
  • [[ab]c]≠[a[bc]] (არაასოციაციურობა)
  • [a(b+c)]=[ab]+[ac] (დისტრიბუციულობა)[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 388.