ვერხნი-უფალეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვერხნი-უფალეი
Верхний Уфалей
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ჩელიაბინსკის ოლქი
საქალაქო ოლქი ვერხნი-უფალეი
კოორდინატები 56°03′00″ ჩ. გ. 60°14′00″ ა. გ. / 56.05000° ჩ. გ. 60.23333° ა. გ. / 56.05000; 60.23333
დაარსდა 1761
ამჟამინდელი სტატუსი 1940
ფართობი 65 კმ²
მოსახლეობა 28 267 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 434,88 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 35164
საფოსტო ინდექსი 456800
ოფიციალური საიტი ufaleyadmin.ru
ვერხნი-უფალეი — რუსეთი
ვერხნი-უფალეი

ვერხნი-უფალეი (რუს. Верхний Уфалей) — ქალაქი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. ვერხნი-უფალეის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 28 267 კაცს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე უფალეიკაზე. ჩელიაბინსკიდან 178 კმ-ში. ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში, სვერდლოვსკის ოლქის საზღვართან. უფალეის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთში. ქალაქის მახლობლად მდებარეობს ტბები არაკული და იტკული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა 1761 წელს, როგორც რკინის ჩამომსხმელი ქარხნის მუშების დასახლება. 1774 წელს ქარხნის მუშებამა მონაწილეობა მიიღეს ემელიან პუგაჩოვის აჯანყებაში, ბრძოლების პერიოდში ქარხანა გადაწვეს. ქარხანამ პროდუქციის გამოშვება დაიწყო 1776 წელს, ხოლო სრული დატვირთვით 1791 წლიდან.

1923 წელს ვერხნი-უფალეი დაბად გამოცხადდა, 1928 წლიდა მუშათა დასახლების სტატუსი მიიღო, ხოლო 1940 წლის 26 აპრილიდან ქალაქია. 1944 წლიდან საოლქო დაქვემდებარების ქალაქია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]