ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა (გერმ. Oberkommando der Wehrmacht - "OKW") — გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანო მეორე მსოფლიო ომის დროს.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"OKW" დაარსებულ იქნა "ფრიჩ-ბლომბერგის კრიზისის" შემდეგ, როცა ადოლფ ჰიტლერის 1938 წლის 4 თებერვლის ბრძანებით "ვერმახტის განყოფილება" (Wehrmachtsamt) გადაკეთდა "სამხედრო საქმეთა სამინისტროდ" (Kriegsministerium).

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"OKW" შედგებოდა 6 განყოფილებისგან:

  • ვერმახტის ცენრტალური განყოფილება - Wehrmacht-Zentral-Abteilung
  • ვერმახტის სამმართველო დეპარტამენტი ( 1940 წლიდან ვერმახტის სამმართველო შტაბი) - Wehrmacht-Führungsamt (ab 1940 Wehrmachtführungsstab)
  • საგარეო საქმეთა დეპარტამენტი / "აბვერი" (სამხედრო დაზვერვა) - Amt Ausland / Abwehr (militärische Spionage)
  • ვერმახტის საზოგადო საქმეთა დეპარტამენტი - Allgemeines Wehrmachtsamt
  • სამხედრო-სამეურნეო დეპარტამენტი - Wehrwirtschaftsamt
  • "OKW"-ს შეფთან არსებული იუსტიციის სამსახური. მასში შედიოდა აგრეთვე სასამრთლო განყოფილება და საგამონძიებლო სამსახური - Justitzdienststelle beim Chef des OKW mit Wehrmacht-Rechtsabteilung, dort auch die Wehrmachtsuntersuchungsstelle

"OKW"-ს ექვემდებარებოდა აგრეთვე რაიხის სამხედრო სასამართლოც - Reichskriegsgericht