ვერა ბესანტინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერა ბესანტინა
დაბადების თარიღი 2 მარტი 1973
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანი
ეროვნება ებრაელი
მშობლები მამა: ლევ
დედა: ლიუდმილა

ვერა ბესანტინა (აზერ. Vera Bessantina, სრული სახელი: Vera Lvovna Bessantina ; დ. 2 მარტი, 1973 — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერა ბესანტინა დაიბადა 1973 წელს. ეროვნებით ებრაელი იყო[2] . მამამისი ლევი სამხედრო ოფიცერი იყო, დედა ლუდმილა კი გამომცემლობა „აზერბაიჯანში“ მუშაობდა.[3]

ვერა 258-ე საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. დაამთავრა 23-ე სამუსიკო სკოლის ვიოლინოს კლასი.

მისი დედის, ლუდმილა ბესანტინას თქმით, იანვრის მოვლენების დროს საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მყოფ ვერას ქუჩიდან ნასროლი ტყვია მოხვდა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.[3] დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]