შინაარსზე გადასვლა

ვენერა მილოსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენერა მილოსელი გამოფენაზე ლუვრში

ვენერა მილოსელი აგრეთვე ცნობილი როგორც აფროდიტე მილოსელიძველი ბერძნული ქანდაკება და ძველი საბერძნეთის სკულპტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში. შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის 130-100 წლებს შორის და გამოსახავს ბერძნული მითოლოგიის სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს (ვენერას რომაულ მითოლოგიაში). სკულპტურა თეთრი მარმარილოსაგანაა შექმნილი და სიმაღლით 203 სანტიმეტრია. მისი ორიგინალური მკლავები და პოსტამენტი დღეისთვის აღარ არსებობენ. ცნობილია, რომ ქანდაკება ალექსანდროს ანტიოქიელის ნამუშევარია.

ქანდაკება 1820 წელს შემთხვევით აღმოაჩინა ბერძენმა გლეხმა იორგოს კენტროტასმა ეგეოსის ზღვის კუნძულ მილოსზე, საიდანაც იგი ფრანგმა ოფიცრებმა შეისყიდეს და საფრანგეთში ჩაიტანეს. 1821 წელს იგი მეფე ლუი XVIII-ს მიართვეს, ხოლო მეფემ იგი ლუვრის მუზეუმს გადასცა სადაც დღემდე ინახება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]