ვახტანგ ცუხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ ცუხიშვილი (დ. 16 ივლისი, 1928, ცხამი) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არქიტექტორი (1979).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (1965, თ. თოდრაძესთან და გ. ლეჟავასთან ერთად) და საქართველოს მათემატიკის ინსტიტუტის (1972, გ. ლეჟავასთან ერთად) შენობები (ორივე თბილისი), „კომკავშირული ქალაქი ბორის ძნელაძე“, ბრინჯაოს ძეგლების სერია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეზო-სავანეში (1984-1989).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]