ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი |
დაბადების თარიღი |
10 დეკემბერი, 1973 თელავი |
რეზიდენცია | თბილისი |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1996 – დღემდე |
მშობლები | მამა: გარი კუნცევი (1943 – 2000) |
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1973, თელავი) — ქართველი კინორეჟისორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი დაიბადა 1973 წლის 10 დეკემბერს, თელავში; ცნობილი ხმის რეჟისორის, გარი კუნცევის[1] ოჯახში.
1996 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის[2] სახელოსნო). მისი სადიპლომო ნამუშევარი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დილის რომანსი“ არის გრან-პრის მფლობელი (სტრასბურგი, თურქეთი) და თერთმეტი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი.
1997 – 2003 წლებში სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს კინოაკადემიაში, საპროდიუსერო ფაკულტეტზე (DAAD სტიპენდიანტი).
2003 – 2005 წლებში თანამშრომლობდა ლუდის კომპანიასთან „ვარშტაინერი“ Warsteiner, მასთან ერთად აფრიკაში გადაიღო ფილმი Jambo Kenia! (Günter Gratius-თან ერთად), აგრეთვე მუსიკალური კლიპები.
2003 წელს დააარსა ქართულ-გერმნაული სტუდია „აკრობატი“.
ამჟამად ასწავლის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში. მუშობს კინოსტუდია „სანგუკოში“.
1998 წლიდან არის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის[3] წევრი.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რეჟისორი
- ჩემი კინო (2014), დოკუმენტური, 54 წუთი, ეძღვნება გარი კუნცევს.
- ოცნება (2009), დოკუმენტური[4].
- ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009), დოკუმენტური[5].
- დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006), დოკუმენტური[6].
- სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები (2002), დოკუმენტური, 42 წუთი, გარი დავთიანის თოჯინები[7].
- დილის რომანსი (1996), მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი[8].
- სცენარის ავტორი
- ჩემი კინო (2014).
- ოცნება (2009).
- ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009).
- დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006).
- დილის რომანსი (1996).
- პროდიუსერი
- ჩემი კინო (2014).
- ოცნება (2009).
- ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009).
- დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006).
- ოპერატორი
- ჩემი კინო (2014).
- ოცნება (2009).
- ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009).
- დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006).
- ქვა (1996), მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი[9].
- ხმის რეჟისორი
- ოცნება (2009).
- ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009).
- დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006).
- როკვით განფენილნი (2005)[10].
- მონტაჟი
- ოცნება (2009), დოკუმენტური.
- ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009), დოკუმენტური.
- დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006), დოკუმენტური.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ეროვნული ფილმოგრაფია დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine.
- კინოს მონაცემთა IMDb ბაზაში (ინგლ.)
- სოციალურ ქსელში
- გადაღებული ფილმები
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გარი კუნცევი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-03. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
- ↑ ლევან პაატაშვილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
- ↑ საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-22. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
- ↑ ოცნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-14. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
- ↑ ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-15. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
- ↑ დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
- ↑ სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
- ↑ დილის რომანსი
- ↑ ქვა
- ↑ როკვით განფენილნი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-20.