ვახტანგ გაგოიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ ალექსის ძე გაგოიძე (დ. 14 ივლისი, 1920, სოფ. ქვემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, — გ. 2003) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1964), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982).

საბჭოთა არმიის რიგებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1949–1962 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, 1962 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე. მისი შრომების ძირითადი თემებია: მარქსისტული ფილოსოფიის წარმოშობა და განვითარება, XIX საუკუნის ქართული ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის ისტორია, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ფილოსოფიური პორბლემები. დაჯილდოებულია დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნარკვევები XIX საუკუნის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის განვითარების ისტორიიდან საქართველოში : დამხმარე სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლებლების სტუდენტებისათვის (ავტორი). - განათლება, 1971. - 404გვ.
  • კარლ მარქსი: ფილოსოფ. მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება და ცხოვრების მოკლე მიმოხილვა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1968. - 130გვ.
  • ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XIX საუკუნის საქართველოში (ავტორი). - მეცნიერება, 1964. - 497გვ.
  • ჰეგელის იდეალისტური დიალექტიკის კრიტიკა და მარქსისტული დიალექტიკური მეთოდის პრინციპების ჩამოყალიბება (1837-1848 წწ.) (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1955. - 216გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]