ვაჩე ზელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჩე ზელა

ვაჩე ზელა, 1972
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1939, ლუშნია, ალბანეთი
გარდაცვალების თარიღი 6 თებერვალი, 2014 (74 წლის)
ბაზელი, შვეიცარია
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი
აქტიური 1962–2014
მეუღლე(ები) პიეტერ როდიგი (19??-6 თებერვალი 2014; მის გარდაცვალებამდე)
შვილ(ებ)ი 1

ვაჩე ზელა (დ. 7 აპრილი, 1939 — გ.6 თებერვალი, 2014) — ალბანელი მომღერალი[1]. იყო სახალხო არტისტი და მომღერალი კომუნისტურ პერიოდში. ის შემთხვევით აღმოაჩინეს მცირე ასაკში ლუშნიაში. მისი სიმღერები წლების განმავლობაში იყო პოპულარული. მონაწილეობდა ყველა მუსიკალური ფესტივალში რადიოსა და ტელევიზიაში 1962–1981 პერიოდში, სანამ არ დატოვა სცენა პრიზით სიმღერისთვის "კომუნისტი". ალბანეთის პრეზიდენტმა ალფრედ მოისიუმ მას ჯილდო „ერის გმირი“ გადასცა. ვაჩე ზელას მუსიკა დიქტატორული ალბანეთის ერთადერთ ნათელ წერტილად ითვლებოდა.

გარდაიცვალა შვეიცარიაში.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჩე დაიბადა ოჯახში, სადაც ყველა დაჯილდოებული იყო სიმღერის ნიჭით. განსაკუთრებული უნარი სკოლის მასწავლებელმა აღმოაჩინა, როდესაც ვაჩე 7 წლის იყო. მრავალმხრივ ნიჭიერ ბავშვს თეატრისა და ხატვის ნიჭიც აღმოაჩნდა.

ათი წლისას მღეროდა თავისით დამახსოვრებულ ძველ ალბანურ სიმღერებს, რომელსაც დედა ღიღინებდა სახლში. მალე გოგონა ქალაქის სიამაყედ იქცა. ის ხშირად მღეროდა ქუჩებსა და პარკებში გამვლელების გასაგონად. მალე პატარა კონცერტებსაც მართავდა. მშობლებს არ მოსწონდათ იდეა, რომ შვილი მომღერალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არასდროს შეუშლიათ ვაჩესთვის ხელი. მას პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში უნდოდა მოხვედრა, თუმცა ვერ მოახერხა და საშუალო სკოლაში გააგრძელა განათლების მიღება, სადაც ისწავლა გიტარაზე დაკვრა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჩე თავდაპირველად ხალხურ სიმღერებს მღეროდა, თუმცა მოგვიანებით სტილი შეიცვალა და უპირატესობა ბევრად მსუბუქ მუსიკას მიანიჭა.

მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია: უამრავი ხალხური სიმღერა, კანტატა, ბალადა და ა.შ. მან აგრეთვე დიდი წვლილი შეიტანა კინომუსიკაში და ფილმებისთვის უამრავი მელოდია დაწერა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზელა იყო პირველი გამარჯვებული ხალხური სიმღერების ფესტივალზე სიმღერით "Fëmija i parë" 1962 წელს. საერთაშორისო პრიზები: "ოქროს ფირფიტა", "წლის ქალი"(ინგლისი), "ოქროს მიკროფონი"(კოსოვო) და "სპეციალური ჯილდო სიმღერის ლეგენდისთვის".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-25. ციტირების თარიღი: 2017-03-28.