შინაარსზე გადასვლა

ვატ პჰო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წამოწოლილი ბუდას ქანდაკება

ვატ პჰო (ტაი: วัดโพธิ์; ასევე გამოითქმის, როგორც ვატ პო ) — ბუდისტური სატაძრო კომპლექსი ტაილანდში, ბანგკოკში, პჰრა ნახონის რაიონში. კომპლექსი მდებარეობს რატანაკოსინის კუნძულზე, პირდაპირ დიდი სასახლის სამხრეთით.[1] იგი ასევე წამოწოლილი ბუდას ტაძრის სახელწოდებითაა ცნობილი. კომპლექსის ოფიციალური სახელწოდებაა ვატ პჰრა ჩეტუპჰონ ვიმონ მანგხალარამ რაჯვარამაჰავიჰანი[2] (ტაი: วัดโพธิ์; วัดพระเชตุพนวิมลมังคลารามราชวรมหาวิหาร).[3] ვატ პჰო კომპლექსის ძველი სახელწოდების, ვატ პჰოტარამის (ტაი: วัดโพธาราม;) შემოკლებული ვარიანტია.[4]

ვატ პჰო ტაილანდის პირველი კლასის სამეფო ტაძართა ექვსეულში პირველია.[5][6] მეფე რამა I-მა სატაძრო კომპლექსი ძველი ტაძრის ადგილას ხელახლა ააშენა და მისი მთვარი ტაძარი გახდა.[7] შემდეგში ტაძარი უფრო გაფართოვდა და განახლდა მეფე რამა III-ის დროს. კომპლექსში შენახულია ტაილანდში ბუდას გამოსახულებათა ყველაზე დიდი კოლექცია, მათ შორის 46 მეტრის სიგრძის წამოწოლილი ბუდას გამოსახულება. ტაძარი ტაილანდში საჯარო განათლების უძველეს ცენტრად მიიჩნევა. ტაძრის მარმარილოს ილუსტრაციები და წარწერები იუნესკომ მსოფლიო მეხსიერების სიაში შეიტანა. კომპლექსი ტაილანდური მედიცინის კერაა და ტაილანდური მასაჟის დაბადების ადგილად ითვლება, რომელსაც აქ დღემდე ასწავლიან.[8]

პჰრა მაჰა ჩედი სი რათჩაკანი

ვატ პჰო ბანგკოკის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. ტაძარი ჯერ კიდევ რამა I-ის მიერ ბანგკოკის დაარსებამდე არსებობდა. თავდაპირველად მას ვატ პჰოტარამი ან პოდჰარამი ეწოდებოდა.[4][9] ძველი ტაძრის დაარსების თარიღი და დამაარსებლის ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ, იგი მეფე პეტრაქას (1688-1703) მმართველობისას აიგო, ან გაფართოვდა.[6][10] ვატ პჰოს სამხრეთი ნაწილი საფრანგეთის ოკუპაციის დროს ბასტიონად იყო გადაკეთებული, რომელიც მეფე პეტრაქამ 1688 წელს, ბანგკოკის ალყის შემდეგ გაანადგურა.[11]

ვატ პჰო ბანგკოკის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ვატია, რომელსაც 50 რაის (80 000 მ²) ფართობი უკავია.[12] კომპლექსში ბუდას 1000-ზე მეტი გამოსახულებაა. ვატ პჰოს კომპლექსი შედგება ორი აღმოსავლეთიდან დასავლეთით ერთმანეთისგან განცალკევებული შემოკედლილი სივრცისგან შედგება. დიდი ჩრდილოეთის ნაწილი დამთვალიერებელთათვის ღიაა და ბუდასადმი მიძღვნილი შენობებისგან შედგება და შეიცავს ბოტსაც (Bot), სადაც წამოწოლილი ბუდას გამოსახულებაა. სამხრეთის სივრცე ბერების საცხოვრებელ ნაწილსა და სკოლას მოიცავს. მთავარი სატაძრო კომპლექსის კედელში 16 კარია დატანებული, რომელთაგანაც ორი საზოგადოებისთვის ღიაა.[13]

ჩინელი მცველის ფიგურა ვატ პჰოს კარიბჭის გვერდით

კომპლექსში 4 დიდი სტუპა, 91 პატარა სტუპა, ორი ბარელიეფი, ბოტი (ცენტრალური სამლოცველო), რამდენიმე დარბაზი და სხვადასხვა ნაგებობა, ბაღები და პატარა სატაძრო მუზეუმი შედის. არქიტექტურულად კომპლექსის სტუპები და შენობები სტილითა და ზომებით განსხვავდება.[14] კომპლექსში რამდენიმე დიდი ჩინური ქანდაკებაა, რომელთა ნაწილიც ევროპელებს ასახავს. ქვის ქანდაკებები ჩინეთთან გემებით ვაჭრობისას შემოიტანეს.[14]

ვატ პჰო საჯარო საგანმანათლებლო ადგილიცაა. გრანიტის ფილებზერვა სფეროს შესახებაა ამოკვეთილი: ისტორია, მედიცინა, ჯანმრთელობა, წეს-ჩვეულებები, ლიტერატურა, ბრძნული გამონათქვამები, ლექსიკოგრაფია და ბუდისტური რელიგია.[15][16] ეს დაფები, რომლებიც მედიცინის, ტაილანდური ტრადიციული მასაჟისა და სხვა საკითხების შესახებ ტექსტებსა და ილუსტრაციებს მოიცავს, მთელს კომპლექსშია განლაგებული.[17] ბიბლიოთეკის კედელზე თანავარსკვლავედთა ნახატები, ადგილობრივი მმართველობის შესახებ წარწერები, სახალხო თქმულებების, ზღაპრებისა და ცხოველებისადმი მოპყრობის ნახატებია განთავსებული.[15]

პჰრა უბოსოტის ხედი

პჰრა უბოსოტი ან ბოტი კომპლექსის მთავარი დარბაზია, რომელიც ბუსიტური რიტუალების ჩასატარებლად გამოიყენება და კომპლექსში ყველა წმინდა ნგებობაა. დარბაზი მეფე რამა I-ის დროს აიუთიას სტილთი აიგო და მოგვიანებით, მეფე რამა III-ის პერიოდში გაფართოვდა და განახლდა რატანაკოსინის სტილში. ბოტის აგების თარიღად 1791 წელი მიიჩნევა. შენობა მარმარილოს პლატფორმაზეა აღმართული.[18]

უბოსოტის შიგნით ოქროსა და შუში სამიარუსიანი კვარცხლბეკია, რომლის თავზეც ოქროსა და სპილენძისგან დამზადებული ბუდას ქანდაკება დგას, რომლის ზემოთავ ცხრაიარუსიანი ქოლგა ტაილანდის ხელისუფლებას აღნიშნავს.[14] ბუდას ქანდაკება აიუთიას პერიოდს ეკუთვნის. იგი მეფე რამა I-მა თონბურიდან, ვატ სალა სი ნადან (ამჟამად ვატ ხუჰასავანი) კომპლექსში გადაიტანა.[19][20] მოგვიანებით მეფე რამა IV-მ რამა I-ის ფერფლის ნაწილი კვარცხლბეკის ქვევით მოათავსა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ერთდროულად პატივს მიაგებს როგორც ბუდას, ისე რამა I-ს. დარბაზში ბუდას მოწაფეთა 10 გამოსხულებაა. მაუდგალიანა ბუდას მარცხნივ, სარიპუტა - მარჯვნივ, ხოლო მათ ქვევით რვა არჰატია გამოსახული.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Liedtke, Marcel (2011). Thailand- The East (English Edition). Norderstedt: Books on Demand GmbH, გვ. 56. ISBN 978-3-8423-7029-6. 
  2. 2.0 2.1 History of Wat Pho. Wat Pho official site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-09. ციტირების თარიღი: 2019-12-05.
  3. พระนอนวัดโพธิ์. Royal Institute of Thailand (2012-12-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტატა: „วัดพระเชตุพนวิมลมังคลาราม (อ่านว่า พฺระ-เชด-ตุ-พน-วิ-มน-มัง-คฺลา-ราม) ["วัดพระเชตุพนวิมลมังคลาราม (pronounced: wat-phra-chet-tu-phon-wi-mon-mang-khla-ram)"]“ ციტირების თარიღი: 2013-01-13.
  4. 4.0 4.1 Gregory Byrne Bracken (December 1, 2010). A Walking Tour Bangkok: Sketches of the city’s architectural treasures. Marshall Cavendish Corp. ISBN 978-9814302227. 
  5. About the Royal Buddhist Temples (25 Jul 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2019-12-05.
  6. 6.0 6.1 Matics 1979, pp. 1–2.
  7. The Ashes of the Thai Kings. Buddhism in Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-27. ციტირების თარიღი: 2019-12-05.
  8. Emmons, Ron (2010). Frommer's Thailand. NJ: Wiley Publishing Inc., გვ. 126–127. ISBN 978-0-470-53766-4. 
  9. (2012) The Rough Guide to Thailand. Rough Guide. ISBN 978-1405390101. 
  10. Thailand celebrates Wat Pho as UNESCO Memory of the World. UNESCO (5 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი 2019.
  11. Jean Vollant des Verquains History of the revolution in Siam in the year 1688, in Smithies 2002, p.95-96
  12. Emmons, Ron (2008). Top 10 Bangkok. New York: DK, გვ. 58. ISBN 9780756688509. 
  13. O'Neil 2008, pp. 116-118
  14. 14.0 14.1 14.2 Brockman, Norbert C. (2011). Encyclopedia of Sacred Places. California: ABC-CLIO, LLC, გვ. 302–304. ISBN 978-1-59884-655-3. 
  15. 15.0 15.1 Committee for the Rattanakosin Bicentennial Celebration (1982). The Sights of Rattanakosin, გვ. 145. 
  16. O'Neil 2008, pp. 119-120
  17. Ridout, Lucy (2009). The Rough Guide to Thailand's Beaches & Islands. India: Rough Guides. ISBN 9781405380096. 
  18. Matics 1979, pp. 4–6.
  19. Phra Buddha Theva Patimakorn. Wat Pho. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2019-12-05.
  20. Phra Uposatha (main chapel). SunThai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2019-12-05.