ვასილ ფავლენიშვილი (გ. 1918)
ვასილ გიორგის ძე ფავლენიშვილი (ფავლენოვი; დ. 26 დეკემბერი, 1854 — გ. 22 იანვარი, 1918) — თავადი, ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1916).
დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის იუნკერთა ქვეითი სკოლა (1878). სამხედრო სამსახურში იყო 1869 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878) პრაპორშჩიკის ჩინით. 1904 წლიდან იყო პოდპოლკოვნიკი. 1905-1911 წლებში მსახურობდა კავკასიის მსროლელთა მე-5 პოლკში, შემდეგ შემახის 265-ე ქვეით პოლკში. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე კავკასიის მე-9 ქვეითი პოლკის შემადგენლობაში. თავი გამოიჩინა ოგნოტის ოპერაციის დროს, სოფ. გულდართან 1916 წლის 11-12 აგვისტოს ბრძოლებში, რისთვისაც დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“. ამავე ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. დაჯილდოებული იყო ასევე წმ. ანას, წმ. ვლადიმირისა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მასალები კავკასიის არმიის ოფიცერთა ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (1901-1914). პოდპოლკოვნიკები / ო. ჟორდანია // ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები №7-8. თბ., 2014. - გვ. 393-396.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფავლენიშვილები: გენეალოგიური ნუსხები და კომენტარები, შედგენილი ი. ჩიქოვანის მიერ. საქართველოს ეროვნული არქივი. ნანახია 25 აგვისტო, 2020;
- ვასილ გიორგის ძე ფავლენიშვილი — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები 1879-1927 წლებში (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). ნანახია 25 აგვისტო, 2020;
- Павленов Василий Георгиевич. «Памяти героев Великой войны 1914–1918». ნანახია 25 აგვისტო, 2020.