ვასილი პიჩული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილი პიჩული

ვასილი პიჩული
დაბადების თარიღი 15 ივნისი 1961
მარიუპოლი, უკრაინა
გარდაცვალების თარიღი 26 ივლისი 2015
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1983—2015
მეუღლე(ები) მარია ხმელიკი

ვასილი პიჩული (რუს. Василий Владимирович Пичул; დ. 15 ივნისი, 1961, მარიუპოლი, — გ. 26 ივლისი, 2015, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს დაამთავრა სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (მარლენ ხუციევის პირველი სახელოსნო). 1988 წელს გადაიღო ერთ-ერთი ყველაზე კომერციული საბჭოთა ფილმი „პატარა ვერა“, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ფილმია, სადაც დემონსტირებულია სექსუალური სცენები, რითაც მეტი ყურადღება მიიპყრო. ამ ფილმმა ვასილი პიჩულს ცნობადობა მოუტანა. არაერთი ფილმის რეჟისორია. იყო პოპულარული ტელეგადაცემების — „Куклы“, „Мульт личности“ სიუჟეტების ავტორი და НТВ-ის ბევრი გადაცემის რეჟისორი. გორკის სახელობის კინოსტუდიის მმართველობის წევრი. ვასილი პიჩული 2015 წლის 26 ივლისს 54 წლის ასაკში ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]