ვასილი ბლიუხერი
| ვასილი ბლიუხერი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 19 ნოემბერი (1 დეკემბერი), 1890[1] |
| დაბადების ადგილი | ბარშჩინკა |
| გარდაცვალების თარიღი | 9 ნოემბერი, 1938[2] [3] [1] (47 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
| ჯარის სახეობა | რუსეთის იმპერიის არმია და წითელი არმია |
| წოდება | საბჭოთა კავშირის მარშალი |
| მეთაურობდა | შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის სახალხო-რევოლუციური არმია |
| ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი, ჩინეთის სამოქალაქო ომი, სსრკ-ჩინეთის კონფლიქტი და ხასანის ტბის ბრძოლა |
| ჯილდოები | წითელი ვარსკვლავის ორდენი, საიუბილეო მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“, წმინდა გიორგის მედალი, III ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი და ჩეკა-გპუ-ს საპატიო მუშაკი |
ვასილი კონსტანტინეს ძე ბლიუხერი (რუს. Васи́лий Константи́нович Блю́хер; დ. 19 ნოემბერი, [ძვ. სტ. 1 დეკემბერი], 1890, სოფ. ბარშჩინკა, იაროსლავის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 9 ნოემბერი, 1938, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა სამხედრო და პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (1935). სკკპ წევრი 1916 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გლეხის ოჯახში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლის ნოემბერში იყო სამარის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრი; ნოემბრის ბოლოდან ჩელიაბინსკის რევკომის, ხოლო 1918 წლის მარტიდან საბჭოს თავმჯდომარე. ჩეხოსლოვაკიელთა კორპუსის აჯანყების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ორენბურგის რაიონში გარშემორტყმულ საბჭოთა ჯარებს და განახორციელა 1500 კმ-იანი გადასვლა მე-3 წითელ არმიასთან შესაერთებლად. მონაწილეობდა კოლჩაკის განადგურებაში, ხოლო 1920 წლის აგვისტო-ნოემბერში — კახოვკის პლაცდარმის დაცვასა და პერეკოპის შტურმში.

1921–1922 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი, სახალხო-რევოლუციური არმიის მთავარსარდალი და სამხედრო საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა არმიის რეორგანიზაციას და ვოლოჩაევკასთან თეთრგვარდიელთა განადგურებას.
1924–1927 წლებში გუანჯოუში (კანტონი) ჩინეთის რევოლუციური მთავრობის მთავარი სამხედრო მრჩეველი იყო და მონაწილეობდა ჩრდილოეთის დიდი ლაშქრობის განხორციელებაში.
1929–1938 წლებში სარდლობდა შორეული აღმოსავლეთის განსაკუთრებულ წითელდროშოვან არმიას. ხელმძღვანელობდა ჩინეთის მილიტარისტების განადგურებას ჩინეთ-საბჭოთა კავშირის კონფლიქტის დროს (1929) და შორეულ აღმოსავლეთში მძლავრი თავდაცვის შექმნას.
1934 წელს პარტიის XVII ყრილობაზე ვასილი ბლიუხერი აირჩიეს სკკპ (ბ) ცკ-ის წევრობის კანდიდატად. იყო სსრკ I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 6 სხვა ორდენით.
სამხედრო წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიგითი (ცარისტულ არმიაში) — 02.08.1914
- უნტერ-ოფიცერი (ცარისტულ არმიაში) — 09.02.1915
- საბჭოთა კავშირის მარშალი — 20.11.1935[4] (წითელ არმიაში)
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- საიუბილეო მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“
- წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
- სამი წითელი დროშის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- ორი ლენინის ორდენი
- ჩეკა-გპუ-ს საპატიო მუშაკი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 430.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ Munzinger Personen
- ↑ სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილება № 24/2520, 20.11.1935
- დაბადებული 1 დეკემბერი
- დაბადებული 1890
- გარდაცვლილი 9 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1938
- მოსკოვში გარდაცვლილები
- დაბადებული 19 ნოემბერი
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- რუსი სამხედრო მოღვაწეები
- სსრკ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის მარშლები
- რუსი რევოლუციონერები
- სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატები
- მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წლის მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები