ვასილიკ კალოგერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილიკ კალოგერა
ბერძ. Βίκυ Καλογερά
დაბ. თარიღი 1975
დაბ. ადგილი Serres
მოქალაქეობა  საბერძნეთი
 აშშ
საქმიანობა ასტროფიზიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი
მუშაობის ადგილი ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი[1] [2]
ალმა-მატერი სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი და ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში
ჯილდოები ენი კენონის ჯილდო ასტრონომიაში[3] , Hans A. Bethe Prize[4] [5] , Maria Goeppert-Mayer Award[6] , AAAS-ის წევრი[7] , გუგენჰაიმის სტიპენდია[8] [9] , Packard Fellowship for Science and Engineering[10] და დენი ჰაინემანის პრემია ასტროფიზიკაში[11]
საიტი physics.northwestern.edu/people/faculty/core-faculty/vicky-kalogera.html

ვასილიკ "ვიკი" კალოგერა ( ბერძ. Βασιλική "Βίκυ" Καλογερά ,ინგლ. Vassiliki «Vicky» Kalogera ; დ. 1971, სერესი, ცენტრალური მაკედონია, საბერძნეთი ) —ბერძენი და ამერიკელი ასტროფიზიკოსი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი , რომელიც სწავლობს ასტროფიზიკური კომპაქტურ ობიექტებს ( თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები, შავი ხვრელები). საკვანძო როლი ითამაშა ალბერტ აინშტაინის მიერ წინასწარმეტყველებული გრავიტაციული ტალღების აღმოჩენაში.

ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ვაინბერგების სახელობის ხელოვნების და მეცნიერების კოლეჯის [12] ფიზიკისა [13] ასტრონომიისკათედრის ხელმძღვანელის მოადგილე და პროფესორი, ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ინტერდისციპლინარული კვლევის ცენტრის (CIERA) თანადამფუძნებელი და დირექტორი. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება LIGO-ს (რომელიც დაკავებულია გრავიტაციულ ტალღების ძებნით) წამყვანი წევრი, ასევე დიდი სინოპტიკური კვლევის ტელესკოპის (LSST) დირექტორთა საბჭოს წევრი.

2008 წელს ჟურნალმა Astronomy"-მ კალოგერა დაასახელა "ტოპ 10 ამომავალ ვარსკვლავებს შორის ასტრონომიაში." ვასილიკ კალოგერა მრავალი სამეცნიერო ჯილდოს მფლობელია. მას აქვს h-ინდექსი, რომელიც უდრის 96 . მეცნიერი ციტირებულია 34035-ზე უფრო ბევრჯერ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილიკ კალოგერა დაიბადა 1971 წელს ქალაქ სერესში ( ცენტრალური მაკედონია, საბერძნეთი ) [14]

1992 წელს დაამთავრა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი. მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში .

1997 წელს გახდა ურბან-შამპეის ილინოისის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელი ასტრონომიაში.

დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, იგი იყო ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის პოსტდოქტორანტი. [15]

2001 წლიდან მუშაობს ვეინბერგის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის ფიზიკისა და ასტრონომიის განყოფილებაში ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში (NU), თანმიმდევრულად ეკავა ასისტენტ-პროფესორის (2001-2005), ასოცირებული პროფესორის (2005-2009) პროფესორის (2009 წლიდან) [16] და კათედრის გამგის მოადგილის (2015 წლიდან) თანამდებობი. ასევე ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში იყო ასტროფიზიკის ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის (CIERA) თანადირექტორი (2009-2012 წლებში) და დირექტორი (2012 წლიდან). [17]

ვასილიკ კალოგერას კვლევის დამფინანსებლები არიან ეროვნული სამეცნიერო ფონდი, აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი. [18]

ვასილიკ კალოგერა მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. [19]

სამეცნიერო მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალოგერა იმ საერთაშორისო გუნდის უფროსი წევრია, რომელმაც შეძლო გრავიტაციული ტალღების არსებობის პირველი პირდაპირი მტკიცებულების მოპოვება. [20]

ვასილიკ კალოგერა არის ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების, ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის (2018) წევრი. [21][22]

რჩეული პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • D. W. Kim, G. Fabbiano, V. Kalogera, et al., Probing the Low-Luminosity X-Ray Luminosity Function in Normal Elliptical Galaxies, Astrophysical Journal 652, 1090 (2006).
  • Eccentricities of Double Neutron Star Binaries, Astrophysical Journal 652, 540 (2006).
  • M. Freitag, P. Amaro-Seoane, and V. Kalogera, Stellar Remnants in Galactic Nuclei: Mass Segregation, Astrophysical Journal 649, 91 (2006)
  • J. Sepinsky, V. Kalogera, and K. Belczynski, Are Supernova Kicks Responsible for X-ray Binary Ejection from Young Clusters?, Astrophysical Journal 621, L37 (2005).
  • B. Willems, V. Kalogera, and M. Henninger, Pulsar Kicks and Spin Tilts in the Close Double Neutron Stars PSR J0737-3039, PSR B1534+12, and PSR B1913+16, Astrophysical Journal 616, 414 (2004).
  • V. Kalogera, et al., The Cosmic Coalescence Rate for Double Neutron Star Binaries, Astrophys. J. Lett. 601, Issue 2, L179 (2004).
  • V. Kalogera, M. Henninger, N. Ivanova, and A. R. King, An Observational Diagnostic for Ultraluminous X-Ray Sources, Astrophys. J. Lett. 603, Issue 1, L41 (2004).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://orcid.org/0000-0001-9236-5469
  2. https://physics.northwestern.edu/people/faculty/core-faculty/vicky-kalogera.html
  3. Annie Jump Cannon Award in AstronomyAmerican Astronomical Society.
  4. https://www.aps.org/programs/honors/prizes/broida.cfm
  5. https://www.aps.org/programs/honors/prizes/bethe.cfm
  6. https://www.aps.org/programs/honors/prizes/goeppert-mayer.cfm
  7. https://web.archive.org/web/20220321010232/https://www.aaas.org/news/aaas-announces-leading-scientists-elected-2019-fellows
  8. https://www.gf.org/announcement-2021/
  9. Guggenheim Fellows database
  10. https://www.packard.org/what-we-fund/science/packard-fellowships-for-science-and-engineering/fellowship-directory/kalogera-vassiliki/
  11. https://aas.org/grants-and-prizes/dannie-heineman-prize-astrophysics
  12. Faculty. Кафедра физики и астрономии Колледжа искусств и наук имени Вайнбергов Северо-Западного университета. ციტირების თარიღი: 2017-05-07
  13. Associate Members. CIERA. ციტირების თარიღი: 2017-05-07
  14. Γριμάνη, Άννα. (2015-11-23) Βίκυ Καλογερά: Διδάσκει Αστρονομία στους Αμερικανούς. Η Καθημερινή. ციტირების თარიღი: 2017-05-07
  15. 2008 Maria Goeppert Mayer Award Recipient. Американское физическое общество. ციტირების თარიღი: 2017-05-07
  16. Fellman, Megan. (2009-08-24) Kalogera Named Haven Professor in Physics and Astronomy. Северо-Западный университет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-29. ციტირების თარიღი: 2017-05-07
  17. Vicky Kalogera. LinkedIn.
  18. Fellman, Megan. (2007-11-08) Kalogera Receives Maria Goeppert-Mayer Award. Северо-Западный университет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-29. ციტირების თარიღი: 2017-05-07
  19. Walder Award. Северо-Западный университет (2017). ციტირების თარიღი: 2017-05-07
  20. Fellman, Megan. (2017-05-01) Vicky Kalogera receives Walder Research Award. Северо-Западный университет. ციტირების თარიღი: 2017-05-07
  21. National Academy of Sciences Members and Foreign Associates Elected. NAS (2018-05-01). ციტირების თარიღი: 2018-05-03
  22. Greek astrophysicist awarded with the Hans Bethe Prize. Ellines.com. ციტირების თარიღი: 2017-05-07