ვარბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვარბერგი
შვედ. Varberg
გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 57°07′00″ ჩ. გ. 12°13′00″ ა. გ. / 57.11667° ჩ. გ. 12.21667° ა. გ. / 57.11667; 12.21667
დაარსდა 1666
ფართობი 13,35 კმ²
მოსახლეობა 27 602 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 067 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.varberg.se/
ვარბერგი — შვედეთი
ვარბერგი

ვარბერგი (შვედ. Varberg) — ქალაქი სამხრეთ შვედეთში, ჰალანდის ლენში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა ადამიანს 27 602 შეადგენს.[1]

ვარბერგი, ისევე როგორც მთლიანად ლენი, ქვეყნის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს და ცნობილია თავის ქვიშიანი პლაჟებით, რომლებიც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ქვიანი ტერასებით იცვლება, შემდეგ კი მოსდევს ბოჰუსლენის არქიპელაგი. ვარბერგი პოპულარული საკურორტო ქალაქია და ზაფხულობით, აქ დიდძალი დამსვენებელი მოდის ინდუსტრიული ქალაქებიდან.

ხედი ვარბერგის ციხესიმაგრიდან

ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი — გრიმეტონის რადიოსადგური.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.