ვარაზდატ აროიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარაზდატ აროიანი
აროიანი ურალთან ერთად 2017 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
24 აგვისტო, 1992 (1992-08-24) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთი
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური/მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ურალი
ნომერი 3
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008 პატანი 17 (2)
2009-2016 პიუნიკი 146 (7)
2016-2017 პადიდე 25 (0)
2017- ურალი 47 (3)
ეროვნული ნაკრები
2011- სომხეთი 45 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვარაზდატ აროიანი (სომხ. Վարազդատ Հարոյան; დ. 24 აგვისტო, 1992, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ცენტრალური/მარცხენა მცველი. იგი ამჟამად თამაშობს რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდ ურალსა და სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარაზდატ ჰაროიანი დაიბადა ერევანში. მან საფეხბურთო კარიერა დაიწყო ფეხბურთის სკოლა პიუნიკ ერევანში. 2008 წელს მან პატანში ითამაშა (სულ 18 თამაშში მიიღო მონაწილეობა).[1]

2009 წელს შედგა მისი დებიუტი სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდ პიუნიკში; აღნიშნული შეხვედრა შედგა ერევანში, განძასარი კაპანის წინააღმდეგ. მან თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, ხოლო მოედანზე 90-ე წუთზე, არტურ იედიგერიანი ჩაანაცვლა. ამ სეზონში კლუბი პიუნიკი გახდა 2009 წლის სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ჩემპიონი. 2010 წლის დასაწყისში, აროიანი გუნდში რეგულარულად თამაშობდა; კლუბმა სეზონის ბოლოს მოიგო 2012 წლის სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა, 2010 წლის სომხეთის თასი და 2010 წლის სომხეთის სუპერთასი.

2012 წელს მარტში ცნობილი გახდა, რომ მის მიმართ ინტერესი გამოხატა გერმანულმა კლუბმა „1. FC Köln“-მა და მას ოფიციალური შემოთავაზებაც გამოუგზავნა. იგი კლუბმა სანახავად ადრევე მიიწვია; გერმანიაში აროიანი 2012 წელს ჩავიდა.[2]

პადიდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 6 ივნისს აროიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა სპარსეთის ყურის პრო ლიგის გუნდ ტრაქტორ საზისთან.[3] თუმცა, 1 დღის შემდეგ კონტრაქტი გაუქმდა, რადგან კლუბის მხარდაჭერებმა აროიანისადმი პროტესტი გამოხატეს (მიზეზი მათსა და სომხე/აზერბაიჯანელ ხალხს შორის ეთნიკური კონფლიქტი სახელდება).

ტრაქტორ საზისთან კონტრაქტის გაუქმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, იგი ირანულ, მასჰადში მდებარე კლუბში, პადიდეში ჩაირიცხა.

ურალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 5 ივლისს, ვარაზდატ აროიანმა კონტრაქტი გააფორმა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდ ურალთან.[4]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აროიანის სადებიუტი შეხვედრა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2011 წლის 10 აგვისტოს, ლიტვიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. მისი ოფიციალური დებიუტი შედგა 2013 წლის 11 იანვარს, დანიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ოფიციალურ შეხვედრაში, სადაც სომხეთის ნაკრებმა მოწინააღმდეგეს ანგარიშით 4:1 სძლიეს.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარაზდატ აროიანს კლუბ პიუნიკში მოგებული აქვს: სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (2009, 2010), სომხეთის თასი (2009, 2010), სომხეთის სუპერ თასი (2010,2011).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]