ვაჟა კაჭარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვაჟა კაჭარავა (დ. 2 იანვარი, 1937, თბილისი) — ქართველი ფრენბურთელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1955-­64) და მოსკოვის „დინამოში“ (1965-­71), იყო ამ გუნდების კაპიტანი; თამაშობდა სსრკ ნაკრებში (1959­-67). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1963), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 65). სსრკ სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 71) და მესამე (1963) პრიზიორი. სსრკ ახალგაზრდული ნაკრების (1976­-77), სსრკ სტუდენტური ნაკრების (1977) და საქართველოს ნაკრების (1984­-94) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, რუსეთისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. 1990 წელს დაასახელეს სსრკ საუკეთესო მწვრთნელთა შორის. ღირსების, გორგასლის II ხარისხის და სეოკის ორდენების კავალერი.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ჯემალ კასრაძის წიგნი „ვაჟა კაჭარავა“. 2017 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაჟა კაჭარავა სპორტის რაინდის საპატიო წოდებით დაჯილდოვდა, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას კი მისი სახელი მიენიჭა.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1963 ევროპის ჩემპიონატი რუმინეთი 3rd
1964 ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები ტოკიო, იაპონია 1st
1965 მსოფლიოს თასი პოლონეთი 1st
1966 მსოფლიო ჩემპიონატი ჩეხოსლოვაკია 3rd
1967 ევროპის ჩემპიონატი თურქეთი 1st

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]