ვალერი პარუნაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალერი პარუნაშვილი (დ. 11 აპრილი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (სამბო). 1994 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მსოფლიოს ჩემპიონი (1991). მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1993) და მესამე პრიზიორი (1995). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი სამბოში (1993). სსრკ ჩემპიონატის მეორე (1990) და მესამე (1989) პრიზიორი ძიუდოში (1989, 1990). საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1995). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. სსრკ სპორტის ოსტატი ძიუდოში.

დისციპლინა ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
სამბო მსოფლიო ჩემპიონატი (FMS) შამბერი, საფრანგეთი,1991 +100 კგ 1st
სამბო მსოფლიო ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი,1995 +100 კგ 3rd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 730, თბ., 2002;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 293, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]