ვალერი მელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალერი მელაძე 2012 წელს

ვალერი შოთას ძე მელაძე (რუს. Валерий Шотаевич Меладзе; დ. 23 ივნისი, 1965, ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მომღერალი, რომელიც მოღვაწეობს რუსეთში. მისი ძმაა კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე, რომელიც ასევე წერს სიმღერებს მისთვის. ის არის რუსეთის დამსახურებული არტისტი (2006)[1] და ჩეჩნეთის სახალხო არტისტი(2008).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერი მელაძე 1965 წლის 23 ივნისს ბათუმში დაიბადა. ოჯახში, მის გარდა, უფროსი ძმა კონსტანტინე და უმცროსი და ლიანა იზრდებოდნენ. მომღერლობა ბავშვობიდან სურდა, ამისათვის ბათუმის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით ჩააბარა. კონსტანტინე კი ვიოლინოსა და ფორტეპიანოს უფრო ვირტუოზულად ფლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ძმებმა ნიკოლაევსკის გემთმშენებელ ინსტიტუტში ჩააბარეს.

მეორე კურსის სტუდენტი ვალერი ინსტიტუტის ანსამბლის რეპეტიციებზე მოხვდა, სადაც მისი უფროსი ძმა უკვე კლავიშებიან ინსტრუმენტზე უკრავდა. კონსტანტინეს თხოვნით, ვალერი ხმის რეჟისორის დამხმარე ტექნიკოსად აიყვანეს. ნახევარ წელიწადში კი ის უკვე ანსამბლის სოლისტი იყო.

1989 წელს ნიჭიერი ძმები მელაძეები მიიწვიეს ჯგუფში „დიალოგი“, რომელიც არტ–როკ სტილში მუშაობდა. მაშინ ჯგუფის ლიდერმა კიმ ბრეიტბორგმა ჩათვალა, რომ ვალერის ხმა ძალიან ჰგავდა ჯონ ანდერსონის ხმას. ვალერის სიმღერებმა უკრაინაში მალე მოიპოვა პოპულარობა და 1993 წელს მისი, როგორც სოლო მომღერლის, დებიუტი შედგა. მელაძის პირველი ჰიტი იყო რომანსი, რომლის დამსახურებითაც ის 1994 წლის აღმოჩენადაც დასახელდა. მალე ნიჭიერი მომღერალი რუსეთის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ყურადღების ცენტრში მოხვდა და მან ვალერი იმავე წელს მიიწვია თავის საშობაო კონცერტზე.

1995 წელს გამოვიდა ალბომი Сэра, რომელიც მომენტალურად ჰიტად იქცა. მას შემდეგ კონსტანტინ მელაძის დაწერილი და ვალერის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა პოპულარული ხდებოდა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2011-04-25.