ვაზისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაზისებრნი

ევროპული ვაზი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  მაგნოლიასებრნი
ოჯახი:  ვაზისებრნი
ლათინური სახელი
Vitaceae

ვაზისებრნი (ლათ. Vitaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მერქნიანი ლიანებია, იშვიათად — სწორმდგომი ბუჩქები ან დაბალი ხეები. აქვთ მორიგეობით განლაგებული მთლიანი ან დანაკვეთული ფოთლები; უმრავლესობას ღეროსეული წარმოშობის პწკალები აქვს. ყვავილები ორსქესიანი ან ცალსქესიანია, ნაყოფი კენკრა.

ოჯახი აერთიანებს 12-მდე გვარის 700-მდე სახეობას, რომლებიც ძირითადად ტროპიკული და სუბტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. ყველაზე დიდია Cissus-ის გვარი (შეიცავს 350-ზე მეტ სახეობას).

საქართველოში მხოლოდ ველური ვაზის ერთი სახეობა იზრდება. დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაზს. ლათ. Cissus-ის გვარის რამდენიმე სახეობას ოთახის დეკორატიულ მცენარედ აშენებენ. ლათ. Ampelopsis-ის და ლათ. Parthenocissus-ის გვარების ზოგი სახეობა ხშირად მოშენებულია ბაღებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]