შინაარსზე გადასვლა

ვაგონეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაღაროს ვაგონეტი

ვაგონეტი (ფრანგ. wagonnet) — ტვირთის მცირე მანძილზე გადასატანი ვიწროლიანდიანი რკინიგზის ღია ვაგონი. შედგება ძარის, შასის, გოგორწყვილებისა და ავტოგადასაბმელისაგან. საერთო დანიშნულების საცალო ტვირთი გადააქვთ პლატმორმისებური ვაგონეტით, ფხვიერი — საგდებკედლებიანი, ხისტად ჩამაგრებული ან ძარასაყირაო ვაგონეტით და სხვა. ვაგონეტის ტვირთამწეობაა 1-5 ტონაა, ზოგჯერ 8-10 ტონა და მეტი. ვაგონეტს იყენებენ მაღაროებში, კარიერებზე, მშენებლობაზე, შიგასაქარხნო ტრანსპორტად და სხვა. არის აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ვაგონეტები (წყლისა და საწვავის ცისტერნებიანი, ლიანდაგსაზომი დასხვა) და მაღაროს სამგზავრო ვაგონეტი, რომელიც 6-18 კაცს იტევს.