ეშმუნის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაძრის ერთ-ერთი ელემენტი.

ეშმუნის ტაძარი — ძვ. წ. VI საუკუნის ფინიკიური სატაძრო კომპლექსი. მდებარეობს ლიბანის ქალაქ სიდონიდან ერთ კილომეტრში ადგილზე რომელსაც ეწოდება ბუსტან-აშ-შეიხი. მთავარი ტაძარი ეძღვნება ნაყოფიერებისა და ჯანმრთელობის ფინიკიურ ღმერთ ეშმუნს, რომელიც ამავე დროს იყო ფინიკიური ქალაქის სიდონის მფარველი ღმერთი.

ტაძრისათვის ადგილის შერჩევა, როგორც ჩანს, გამოწვეულია მის მახლობლად მდებარე წყაროს გამო. კომპლექსიდან ჩვენს ეპოქამდე შემორჩენილია მასიური კაპიტელი და ორი კვარცხლბეკი, რომელზეც მიმდინარეობდა მსხვერპლთშეწირვა. ერთ-ერთი კვარცხლბეკი თარიღდება ძვ. წ. VI-IV საუკუნეებით. კომპლექსის უძველესი ნაწილი, რომელიც აგებულია ძვ. წ. VI საუკუნეში, არის პირამიდისებური ნაგებობა, რომლის არქიტექტურაზეც იგრძნობა ბაბილონის გავლენა. V საუკუნეში ტაძარი გადააკეთეს. ბიზანტიურ პერიოდში ტაძრის ადგილზე ააგეს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მრავალრიცხოვანი მოზაიკით იყო დამშვენებული.

1996 წლიდან ეშმუნის ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rolf A. Stucky: Die Skulpturen aus dem Eschmun-Heiligtum bei Sidon. Griechische, römische, kyprische und phönizische Statuen und Reliefs vom 6. Jahrhundert vor Chr. bis zum 3. Jahrhundert nach Chr. 17. Beiheft zur Halbjahresschrift «Antike Kunst», Basel 1993. ISBN 3-909064-17-5.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]