ექსტრასისტოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ექსტრასისტოლიაგულის ნაადრევი შეკუმშვა, რომელიც ასწრებს მორიგი სისტოლის ფაზას, სინუსის კვანძის გარეთ წარმოქმნილი ელექტრული იმპულსის გამო. ექსტრასისტოლა შეიძლება იყოს პარკუჭოვანი, ან წინაგულოვანი.[1] წინაგულოვანი (პარკუჭზედა) ექსტრასისტოლები გარკვეული რაოდენობით ყველას აღენიშნება და არ წარმოადგენს საფრთხეს, საყურადღებოა მხოლოდ პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.[2][3]

ექსტრასისტოლის დროს ადამიანს ეუფლება გულის ჩვეულებრივზე უფრო მეტად ძლიერი შეკუმშვის შეგრძნება, თითქოს პულსი დროებით შეჩერდა და კვლავ გაგრძელდა. იმპულსი, რომელიც სინუსის კვანძის გარეთ (წინაგულთან, პარკუჭთან ან წინაგულ-პარკუჭოვან კვანძში) წარმოიქმნება, განაპირობებს ექსტრასისტოლების ფორმას, კერძოდ, მის მიხედვით განარჩევენ სუპრავენტრიკულურ ანუ პარკუჭზედა და პარკუჭოვან ექსტრასისტოლიებს.[4]

იმ შემთხვევაში, თუ ექსტრასისტოლების გამომწვევი ყველა პათოლოგიური მიზეზი გამოირცხება, ის მკურნალობას არ საჭიროებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. invitro ru.
  2. andromed ka. ციტირების თარიღი: 2024-02-03
  3. patient en. ციტირების თარიღი: 2023-12-29
  4. cardiosecur.com extrasystoles en.