ექრემ იმამოღლუ
ექრემ იმამოღლუ | |
![]() | |
სტამბოლის 32-ე მერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 27 ივნისი, 2019 |
წინამორბედი | ალი იერლიქაია (მ/შ) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 აპრილი, 2019 – 6 მაისი, 2019 | |
წინამორბედი | მევლიუთ უისალი |
მემკვიდრე | ალი იერლიქაია (მ/შ) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 აპრილი, 2014 – 7 აპრილი, 2019 | |
წინამორბედი | იუსუფ უზუნი |
მემკვიდრე | მეჰმეთ მურად ჩალიკი |
დაბადებული | 4 ივნისი, 1970 აქჩააბათი, ტრაპიზონი, თურქეთი |
საარჩევნი ოლქი | სტამბოლი |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | თურქი |
მეუღლე | დილექ ქაია (დ. 1995) |
შვილები | 3 |
განათლება | სტამბოლის უნივერსიტეტი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
ხელმოწერა | ![]() |
საიტი | ekremimamoglu.com |
ექრემ იმამოღლუ (თურქ. Ekrem İmamoğlu; დ. 4 ივნისი, 1970, აქჩააბათი, ტრაპიზონი, თურქეთი)[1] — თურქი პოლიტიკოსი და სტამბოლის მერი. პირველად, 2019 წლის მარტის ადგილობრივ არჩევნებზე აირჩიეს ქალაქის მერად, როგორც „ეროვნული ალიანსის“ კანდიდატი, რომელიც სრპ-ისა და კარგი პარტიის ალიანსია. თუმცა, ამ თანამდებობაზე მხოლოდ 17 აპრილიდან 6 მაისამდე იმუშავა, სანამ არჩევნების შედეგები არ გაუქმდა. ხელახლად მერად 2019 წლის 23 ივნისს, განახლებულ არჩევნებზე აირჩიეს.[2] ქალაქის მერად არჩევამდე იყო სტამბოლის ბეილიქდიუზიუს რაიონის მერი (2014-2019 წლებში), რომელიც ქალაქის დასავლეთით მდებარეობს.[3]
დაპატიმრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2025 წლის 19 მარტს დააკავა თურქეთის პოლიციამ უკანონო ტენდერების, თაღლითობისა და მექრთამეობის ბრალდებით[4] 100-ზე მეტ ადამიანთან ერთად.[5][6][7][8] მას ასევე ბრალი დასდეს ქურთისტანის მუშათა პარტიის დახმარებაში.[9] 2025 წლის 18 მარტს სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს გააუქმა დიპლომი, დარღვევებზე მითითებით, რაც მას პრეზიდენტობისთვის კენჭისყრის შესაძლებლობას უკრძალავს.[10] ეს გადაწყვეტილება მიიღეს რამდენიმე დღით ადრე, სანამ ოპოზიცია მას 2028 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებდა.[10][11]
მისი დაკავების შემდეგ, იმამოღლუს სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ (CHP), ამას „სამოქალაქო გადატრიალება“ უწოდა და მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. შედეგად, სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა ქალაქში 4-დღიანი აკრძალვა დააწესა პროტესტზე.[12][13] შეზღუდვების მიუხედავად, პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ შიშლის რაიონში და იმამოღლუს მხარდამჭერი ლოზუნგები გამართეს.[14]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ İnan, Mert (20 December 2018). „ANAP’lı ailenin CHP’li çocuğur“. Milliyet (Turkish). ციტირების თარიღი: 7 April 2019.
- ↑ Istanbul election rerun won by opposition, in blow to Erdogan
- ↑ „Ekrem İmamoğlu Kimdir“ (Turkish). ekremimamoglu.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 28 February 2019.
- ↑ დაკავებულია სტამბოლის მერი, პრეზიდენტ ერდოანის მეტოქე ექრემ იმამოღლუ. `რადიო თავისუფლება“.
- ↑ Police arrest Istanbul mayor, a key Erdogan rival, over alleged corruption and terror links tr (2025-03-19). ციტირების თარიღი: 2025-03-19
- ↑ Police arrest Istanbul mayor, a key Erdogan rival, over alleged corruption and terror links en (2025-03-19). ციტირების თარიღი: 2025-03-19
- ↑ Turkey detains Erdogan's main rival in what opposition calls 'coup' (March 19, 2025). ციტირების თარიღი: March 19, 2025
- ↑ Ekrem Imamoglu: Istanbul mayor and Erdogan presidential rival arrested en-GB (2025-03-19). ციტირების თარიღი: 2025-03-19
- ↑ Who is Ekrem Imamoglu, Erdogan's main rival, and why was he arrested? en. ციტირების თარიღი: 2025-03-19
- ↑ 10.0 10.1 Turkish university annuls Erdogan rival's degree, preventing run for president (March 19, 2025). ციტირების თარიღი: March 19, 2025
- ↑ Istanbul Mayor Ekrem Imamoglu Detained Amid Corruption and Terror Probes Ahead of Presidential Nomination. ციტირების თარიღი: 2025-03-19
- ↑ „Protesters say Istanbul mayor’s detention is a blow to democracy“. The Straits Times (ინგლისური). 2025-03-19. ISSN 0585-3923. ციტირების თარიღი: 2025-03-19.
- ↑ Police arrest Istanbul mayor and key Erdogan rival over alleged corruption and terror links en (2025-03-19). ციტირების თარიღი: 2025-03-19
- ↑ Protests erupt in Istanbul following Mayor İmamoğlu arrest en. ციტირების თარიღი: 2025-03-19