ეფრემ მუსხელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუსხელიშვილი.
ეფრემ მუსხელიშვილი

ეფრემ სოლომონის ძე მუსხელიშვილი (მუსხელოვი; გ. 26 დეკემბერი, 1852 — გ. 27 მაისი, 1920) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1912).

თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1869 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). 1904 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 მსროლელთა დივიზიის 34-ე მსროლელთა პოლკის მეთაურად. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905). დაჯილოდებული იყო წმ. ანას IV (1878), III (1878) და II (1906), წმ. სტანისლავის III (1878) და II (1905), წმ. ვლადიმერის III (1905) და წმ. გიორგის IV (1905) ხარისხის ორდენებით, გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“ (1905). გამოქვეყნებული ჰქონდა მოგონებები თურქეთთან ომის შესახებ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мусхелов Е. С. Воспоминания геллявердинца о войне 1877—1878 гг. (Рассказ о походе 156-го пехотного Елисаветпольского полка.) — СПб., 1887.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гогитидзе М. Д. Военная элита Кавказа. Генералы и адмиралы из Грузии. — Тбилиси, 2007. — С. 198.