ესტრელი (სასტუმრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Estrel Berlin (4+)
მდებარეობა ბერლინი, გერმანია
მისამართი Sonnenallee 225, 12057
მფლობელი ერკეჰარდ სტრელეცკი
ისტორია
გახსნის თარიღი 14 ოქტომბერი, 1994
სტატისტიკა
ნომრების რაოდენობა 1125
სართულების რაოდენობა 17
ოფიციალური ვებ-გვერდი

Estrel Berlin – სასტუმრო გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მდებარეობს დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, ნოიკელნში, ზონენალეზე. 2019 წლის მდგომარეობით სასტუმრო „ესტრელი“ ითვლებოდა გერმანიის და ასევე ევროპის ყველაზე დიდ სასტუმროდ. არის 1125 სასტუმრო ოთახი, 5 რესტორანი, 3 ბარი, მუშაობს 550-ზე მეტი თანამშრომელი და შეფასებულია 4+ ვარსკვლავით. სასტუმრო ეკუთვნის ცნობილ გერმანელ მშენებელს და სასტუროს საქმის მცოდნეს ერკეჰარდ სტრელეცკის, რომელიც 2000 წლის საუკეთესო ჰოტოლიერად იქნა დასახელებული. სასტუმროს სახელიც მისი მფლობელის სახელის და გვარის შემოკლებული ვერსიაა.[1]

ინტერნეტრესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hotel im Guinness Buch. www.berliner-zeitung.de. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2022.[მკვდარი ბმული]