ესმა ონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ესმა ონიანი (დ. 20 ივლისი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 31 იანვარი, 1999, თბილისი) — ქართველი მხატვარი, პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესმა ონიანი დაიბადა 1938 წლის 20 ივლისს, თბილისში. 1957–1963 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სადიპლომო ნამუშევარმა „უფროსკლასელები“, მიიღო უმაღლესი შეფასება და გამოფენილი იყო მოსკოვში სსრკ სამხატვრო სასაწავლებლების დიპლომატთა X საკავშირო გამოფენაზე. მონაწილეობდა საკავშირო, ამიერკვკასიის მხატვართა, რესპუბლიკურ და საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში. მუშაობდა საქაქრთველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. შექმნა ილუსტრაციები ერლომ ახვლედიანის საბავშვო წიგნისთვის „ზარმაცი თაგუნას ამბავი“. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. გახდა სსრკ მხატვართა კავშირის წევრი. მიიღო მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის „დავით კაკაბაძის პორტრეტი“. იაპონიაში ჩატარებულ გამოფენაზე მისი ნამუშევარი დაჯილდოვდა მედლით. მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. გარდაიცვალა 1999 წლის 31 იანვარს, ყველასათვის მოულოდნელად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]