ერიკ პრაიდზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერიკ პრაიდზი

ერიკ პრაიდზი (Eric Prydz დ. 19 ივლისი, 1976, სტოკჰოლმი, შვედეთი) შვედი დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც თავისი 2004 წლის ჰიტით „Call on Me“ გახდა ცნობილი. ეს სიმღერა სტივ უაინვუდის ჰიტის „Valerie“ რიმეიკია, რომელიც დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში 5 კვირა იყო. „Call on Me“ ასევე ჩარტ German Top100ში ხუთი თანამიმდევრული კვირის განმავლობაში იყო პირველ ადგილას.

სხვა პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკის შექმნის პარალელურად პრაიდზი ხელმძღვანელობს ლეიბლებს Pryda, Pryda Friends, და Mouseville, რომლებიც ძირითადად მის მუსიკას უშვებენ.

2006 წელს, ერიკ პრაიდზმა პინკ ფლოიდის სიმღერაზე "Another Brick in the Wall" შექმნილი რემიქსი "Proper Education" გამოუშვა.

პრაიდზი მონაწილეობას მხოლოდ ევროპაში არსებულ პროექტებში იღებს და არ მოგზაურობს აშშ-ში და აზიაში, რადგანაც ფრენის შიში აქვს.[1]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Watch Controversial Dance Music Video that Tops Charts. DJVIBE.com. წაკითხვის თარიღი: 2007-01-04.