ერედის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერედის ხატი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გზის პირას შემორჩენილია ნაგებობის ნაშთი, რომელსაც ხატს უწოდებენ. ჩვენამდე მოღწეული კედლის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და სქელი დუღაბი. კედელში შემორჩენილია სწორკუთხა ნიშის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 71