ერედის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერედის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში, აგებულია XX-XXI საუკუნეებში.

ქვის წყობით ნაგებ დარბაზულ ეკლესიას თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით, აფსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. ასეთივე, თითო თაღოვანი სარკმელია დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებშიც. ინტერიერში, საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და კანკელით გამოყოფილი. ეკლესიას ვიწრო გარშემოსავლელი აქვს მოწყობილი. გადახურულია კრამიტით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29934