ერედვის წმინდა ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერედვის წმინდა ელიას ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში, დასავლეთ განაპირას. აგებულია XIV საუკუნეში.

ეკლესია ნაგებია მოწითალო, კარგად თლილი კვადრებით. წყობა სწორხაზოვა-ნია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ფართე, ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო თაღოვანი ნიშაა.

აბსიდის მხრებზე სატრიუმფო თაღია გადაყვანილი.

გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. პილასტრებს ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობა.

ასეთივე თაღი გადაყვანილია დასავლეთი კედლის კუთხის პილასტრებზე.

ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის სარკმლებით, აქედან დასავლეთისა წრიულია.

სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია. ტიმპანზე ამოკვეთილია გეომეტრიული ორნამენტი. თაღს ლილვები შემოუყვება. შესასვლელის ორივე მხარეს როზეტებია.

ეკლესიის ფასადები აქცენტირებულია კარნიზით. მისი ზედა თარო მორთულია ფესტონებით. შუა ნაწილი ლილვია, ხოლო ქვედა ნაწილში გამოკვეთილია თაღე-ბი, რომელთა შორის მოთავსებულია სამკუთხედების მოტივი. სარკმლებს ლილვები აჩარჩოებს.

ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 65