ენციკლოპედია სლოვენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ენციკლოპედია სლოვენიის ყველა ტომი

სლოვენიის ენციკლოპედია (სლოვენ. Enciklopedija Slovenije) — სლოვენიაში გამოცემული უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი.

ისტორიულად პირველი და ძირითადი სლოვენური ენციკლოპედია; შედგება სლოვენიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიისა და გამომცემლობა Mladinska knjiga-ს (ლუბლიანა) მხარდაჭერით 1987—2002 წლებში გამოცემული 16 ტომისგან

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიცავს 342 ათას სტატიას მარიან იავორნიკის, დუშან ვოგლარისა და ალენკი დერმასტინის რედაქციით. თავდაპირველი ტომების ტირაჟი 30 ათას ეგზემპლარს შეადგენდა. ბოლო ტომებისა — 15 ათასს.

ენციკლოპედიის შექმნისთვის (სლოვენიის ტერიტორიისა და ხალხის შესახებ ცოდნის სისტემატიზაციისთვის) გამომცემლობამ 2002 წელს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო — თავისუფლების ორდენის ოქროს მედალი მიიღო.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A–Ca, 1987, xvii + 421 გვერდი, 30,000 ეგზემპლარი;
  2. Ce–Ed, 1988, xv + 416 გვერდი, 31,000 ეგზემპლარი;
  3. Eg–Hab, 1989, xv + 416 გვერდი, 30,000 ეგზემპლარი;
  4. Hac–Kare, 1990, xvii + 416 გვერდი, 30,000 ეგზემპლარი;
  5. Kari–Krei, 1991, xv + 416 გვერდი, 22,000 ეგზემპლარი;
  6. Krek–Marij, 1992, xv + 416 გვერდი, 20,000 ეგზემპლარი;
  7. Marin–Nor, 1993, xv + 416 გვერდი, 20,000 ეგზემპლარი;
  8. Nos–Pli, 1994, xvi + 416 გვერდი, 20,000 ეგზემპლარი;
  9. Plo–Ps, 1995, xv + 416 გვერდი, 20,000 ეგზემპლარი;
  10. Pt–Savn, 1996, xv + 416 გვერდი, 20,000 ეგზემპლარი;
  11. Savs–Slovenska m, 1997, xv + 416 გვერდი, 18,000 ეგზემპლარი;
  12. Slovenska n–Sz, 1998, xv + 416 გვერდი, 18,000 ეგზემპლარი;
  13. Š–T, 1999, xv + 416 გვერდი, 18,000 ეგზემპლარი;
  14. U–We, 2000, xv + 416 გვერდი, 15,000 ეგზემპლარი;
  15. Wi–Ž და ქრონოლოგიური რევიზია, 2001, xv + 416 გვერდი, 15,000 ეგზემპლარი;
  16. A–Ž დანართი და ინდექსი, 2002, xv + 416 გვერდი, 15,000 ეგზემპლარი;

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]