ენვერ ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენვერ აღალის ძე ბოლქვაძე (დ. 21 იანვარი, 1921 , ყადიოღლები, ხულოს მუნიციპალიტეტი — გ. 2004) — ქართველი პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენვერ აღალის ძე ბოლქვაძე დაიბადა 1921 წლის 21 იანვარს ხულოს რაიონის სოფელ განახლებაში. 1939 წელს დაამთავრა ხულოს ვაჟთა სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი. 1955 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1939-1974 წლებში მუშაობდა პედაგოგად და სხვადასხვა დროს იყო დანისპარაულის, რიყეთის, ხულოს, ოქტომბრის საშუალო სკოლების დირექტორად. იყო ხულოს რაიონის განათლების განყოფილების გამგე, ბათუმის პირველი სკოლა-ინტერნატის და 23-ე საშუალო სკოლის დირექტორი. მინიჭებული აქვს საქართველოსა და აჭარის ა/რ-ის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება. დაჯილდოვებული იყო საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით. ავტორია ბოლქვაძეების (ყადიოღლების) გვარის გენეალოგიისა (ბათუმი, 1998).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენვერ ბოლქვაძე. ბოლქვაძეების (ყადიოღლების) გვარის გენეალოგია. გამომცემლობა „ალიონი“, ბათუმი, 1998

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]