ენე ჰუბაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენე ჰუბაი

ენე ჰუბაი (უნგრ. Hubay Jenő, Jenő Hubay von Szalatna, გერმ. Eugen Huber; დ. 15 სექტემბერი, 1858, ბუდაპეშტი — გ. 12 მარტი, 1937, იქვე) — უნგრელი მევიოლინე, დირიჟორი, პედაგოგი და კომპოზიტორი.

ბავშვობაში სწავლობდა მამამისთან, მევიოლინე კარლ ჰუბაისთან, 1871-1876 წლებში — ბერლინის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში ი. იოახიმთან, 1876-1878 წლებში კონცერტებს მართავდა ბუდაპეშტში, 1878-1882 წლებში პარიზში (აქვე ოსტატდებობდა ა. ვიეტანთან), 1890 წლებში — პეტერბურგში. სახელი გაითქვა როგორც ევროპის ერთ-ერთმა ბრწყინვალე ვირტუოზმა შემსრულებელმა. 1882-1886 წლებში ბრიუსელის კონსერვატორიის, 1886 წლიდან ბუდაპეშტის ფ. ლისტის სახელობის უმაღლესი სამუსიკო სკოლის პროფესორი (1919-1934 ამ სკოლის დირექტორი). მის მოწაფეთაგან აღსანიშნავია ი. სიგეტი. ნაწარმოებები: 8 ოპერა, მ. შ. ვიოლინოს კრემონელი ოსტატი, 4 სიმფონია, მრავალი სავიოლინო თხზულება, 4 კონცერტი ვიოლინოსათვის ორკესტრთან ერთად და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]