ემი ლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემი ლი 2003 წლის Billboard Music Awards-ზე

ემი ლინ ჰარცლერი (ინგლ. Amy Lynn Hartzler; დ. 13 დეკემბერი, 1981, ცნობილი როგორც ემი ლი) — ამერიკელი სიმღერების ავტორი, ვოკალისტი და კლასიკური განათლების მქონე პიანისტი. იგი არის ჯგუფ ევანესენსის სოლისტი და სიმღერების ავტორი. სხვადასხვა ინტერვიუში ემი ლი თავისი გავლენის წყაროებად ასახელებდა მუსიკოსებს, რომელთა შორის არიან ბიორკი და დენი ელფმანი.

ემი ლი ცნობილია სხვადასხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობითაც. მათ შორის არიან Korn, Seether და დევიდ ჰოჯისი. Revolver Magazine-მა ემი ლი დაასახელა „2011 წლის ყველაზე სექსუალურ ქალად მძიმე როკში“. 2012 წლის თებერვალში VH1-მა ემი ლი ას საუკეთესო ქალს შორის 49-ე ადგილი მიუჩინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ემი_ლი&oldid=3518154“-დან