ემილი რატაკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ემილი რატაკოვსკი
რატაკოვსკი 2016 წელს
რატაკოვსკი 2016 წელს
დაბ. თარიღი 7 ივნისი, 1991 (1991-06-07) (30 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე 170 სმ
თმის ფერი ყავისფერი
თვალები ყავისფერი

ემილი ო'ჰარა რატაკოვსკი (დ. 7 ივნისი, 1991, ლონდონი) — მოდელი და მსახიობი. დაიბადა ლონდონში და გაიზარდა სან-დიეგოში. პირველად გამოჩნდა 2012 წელს, ეროტიული ჟურნალი „treats!“-ის მარტის თვის გარეკანზე. ამის შემდეგ იგი გამოჩნდა ორ მუსიკალურ კლიპში, რობინ ტიკის „Blurred Lines“-სა და „Maroon 5“-ის „Love Somebody“-ში.

მისი კარიერა დაიწყო 2004 წელს. რატაკოვსკი 2014 და 2015 წლებში ზედიზედ ორჯერ გამოჩნდა „Sports Illustrated swimsuit issues“-ში. მისი დებიუტი პოდიუმზე შედგა მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე, 2015 წლის ნიუ-იორკის ფეშენ-ვიკზე. ამის შემდეგ პარიზის ფეშენ-ვიკზე გამოვიდა Miu Miu-სთვის და მილანის ფეშენ-ვიკზე ბოტეგა ვენეტას კოლექციის ჩვენებაზე, Dolce & Gabbana-სა და Versace-სათვის. რატაკოვსკი გამოჩნდა „Buick Super Bowl commercial“-ის „Super Bowl 50“-ის ფარგლებში (2016), და ამის შემდეგ ის გახდა არაერთი ბრენდის სპიკერი, ისეთების როგორიცაა DKNY, The Frye Company, Kerastase, Paco Rabanne, და DL1961.

რატაკოვსკიმ სამსახიობო კარიერა ბავშვობაში, ქალაქ სან-დიეგოში დაიწყო, მანამდე სანამ ის მიიღებდა როლს „Nickelodeon“-ის სერიალში „iCarly“ (2009–2010). მისი დებიუტი მხატვრულ ფილმში შედგა 2014 წელს ბენ აფლეკის ფილმში „Gone Girl“. მან შეასრულა ენდი ფიცჯერალდის როლი. მისი სხვა როლებიდან გამოსარჩევია ფილმები „Entourage“ (2015), „We Are Your Friends“ (2015), „I Feel Pretty“ (2018) და „Welcome Home“ (2018), მან აგრეთვე ითამაშა მინისერიალში „The Spoils Before Dying“ (2015) და ანთოლოგიურ სერიალში „Easy“ (2016). რატაკოვსკი აქტიურად ადვოკატირებს ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს და არის „Planned Parenthood“-ის სპიკერი. იგი თავის თავს ახასიათებს როგორც ფემინისტს, მან მიიღო კრიტიკა და მხარდაჭერა სექსუალურ გამოხატვაზე თავისი მოსაზრების გამო.

2020 წლის ოქტომბერში რატაკოვსკიმ „Vogue“-ის გარეკანზე გამოჩენისას დაადუსტურა რომ არის ფეხმძიმედ და ელოდება პირველ შვილს.[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილი ო'ჰარა რატაკოვსკი დაიბადა 1991 წლის 7 ივნისს, ვესტმინსტერში, ლონდონში. რატაკოვსკი თავის დედას აღწერს როგორც „ფემინისტს და ინტელექტუალს“. ემილი არის ინგლისური, ირლანდიური, პოლონური, გერმანული და ებრაული წარმოშობის.[2][3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რატაკოვსკი 2012 წელს, ეროტიული ჟურნალი „treats!“-ის მარტის თვის გარეკანზე

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი როლი შენიშვნა
2004 Andrew's Alteration ახალგაზრდა გოგო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2005 A Year and a Day გოგო კინო
2014 Gone Girl ენდი ფიცჯერალდი
2015 Entourage თამაშობს თავის თავს
2015 We Are Your Friends სოფი
2018 Cruise ჯესიკა ვეინბერგი
2018 I Feel Pretty მელორი
2018 In Darkness ვერონიკა
2018 Welcome Home კესი
2018 The American Meme თამაშობს თავის თავს დოკუმენტური ფილმი
2019 Lying and Stealing ელიზე

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სერიალი როლი შენიშვნა
2009–10 iCarly ტაშა ეპიზოდები: „iSpeed Date“, „iEnrage Gibby“
2015 The Spoils Before Dying აგენტი დეი 3 ეპიზოდი
2016 Easy ალისონ ლიზოვსკა ეპიზოდი: „Art and Life“

მუსიკალური ვიდეოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი კლიპი შემსრულებელი
2012 „Fast Car“ ტაიო კრუსი
2013 „Blurred Lines“ რობინ ტიკი ft. T.I. and Pharrell
2013 „Love Somebody“ Maroon 5
2016 „Inseparable“ დიმა ბილანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Emily Ratajkowski on Pregnancy and Why She Doesn't Want to Reveal the Gender of Her Baby. Vogue. Condé Nast (October 26, 2020).
  2. Emily Ratajkowski strips down for swimwear campaign. FOX News (July 22, 2016). ციტირების თარიღი: May 13, 2018
  3. Horan, Niamh (July 14, 2013). „Stunning star of controversial music video reveals Irish roots“. Irish Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-21. ციტირების თარიღი: February 18, 2014.