ელოიანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელოიანის ეკლესია — გარდამავალი ხანის საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ელოიანში.

ოხირიდან დასავლეთით 1-1,5 კმ. მთის წვერზე, გულარაანთ უბნის თავზე დგას მცირე დარბაზული ეკლესია გალავნით. ეკლესია და გალავანი ძალიან დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაშენი. გამოყენებულია კირის დუღაბი. ჩრდილოეთიდან ეკლესიას და გალავანს მინაშენი ჰქონია. შეინიშნება საძირკვლის კვალი. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი ოთხსაფეხურიანი სარკმელია, ტრაპეზის ქვა ერთი მეტრის სიმაღლეზე სარკმლის ძირში პირდაპირ კედელშია ჩასმული. კედლებში პატარა ნიშებია ამოღებული. ეკლესიის კარი დასავლეთ კედელშია დატანებული. გადახურვა ორქანობიანია. არსებობს მისი ჩანგრევის საშიშროება. ეკლესიაში ჩასმულია ორი ქვევრი. გალვანში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ.,70