ელისაბედ I-ის ძეგლი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისაბედ I-ის ძეგლი
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი ვლადიმირ ფომენკო
მოქანდაკე სერგეი ოლეშნია, ანატოლი დემენტიევი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 7,2 მ
დაწყების თარიღი 20 ივნისი, 2006
დასრულების თარიღი 27 ივნისი, 2007
გახსნის თარიღი 2007

ელისაბედ I-ის ძეგლი (რუს. Памятник Елизавете Петровне) — ძეგლი დონის როსტოვში. ძეგლი ეძღვნება რუსეთის იმპერატრიცასა და ქალაქის დამაარსებელ ელისაბედ პეტრეს ასულს. გაიხსნა 2007 წელს სერგეი ოლეშნიას პროექტის მიხედვით. მდებარეობს პოკროვის სკვერში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის როსტოვის დაარსების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 1749 წლის 15 დეკემბერი, როდესაც იმპერატრიცა ელისაბედ I-მა გამოსცა ბრძანება ტემერნიკის საბაჟოს დაარსების შესახებ, რომელიც იყო პირველი მუდმივი დასახლება როსტოვის ტერიტორიაზე. XVIII საუკუნის შუა წლებიდანვე ტემერნიკის საბაჟო და პორტი ასრულებდა მნიშვნელოვან როლს სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ეს იყო ერთადერთი პუნქტი, რომლის გავლითაც რუსეთს შეეძლო ეწარმოებინა ვაჭრობა აზოვის, შავი და ხმელთაშუა ზღვების ნავსადგურებთან. პრაქტიკულად ეს იყო „მეორე ფანჯარა“ ევროპაში. 1761 წელს დაიწყო დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრის მშენებლობა. მოგვიანებით, ზუსტად 1811 წელს ციხესიმაგრემ მიიღო ქალაქის სტატუსი. 1835 წელს ციხესიმაგრე მიატოვეს. რათა განესხვავებინათ დიდი როსტოვისაგან ახლად დაარსებულ ქალაქს უწოდეს დონის როსტოვი.

2006 წელს გამოაცხადეს კონკურსი ელისაბედ I-ის ძეგლის პროექტის შექმნის შესახებ. დონის როსტოვის საჯარო ბიბლიოთეკაში წარადგინეს ექვსი პროექტი. გამარჯვებულის გამოვლინება მოხდა ქალაქის დაგეგმარების საბჭოს მიერ. გამარჯვებული გახდა დონელი მხატვარი სერგეი ოლეშნია, რომლის ძეგლებიც აღმართულია რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

ძეგლის აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის სიმაღლეა 7,2 მეტრი (ძეგლი ― 3,5 მეტრი, კვარცხლბეკი ― 3,7 მეტრი). ელისაბედის ფიგურა, ჰორელიეფი და ბრძანებულება, რომელიც ხელში უჭირავს იმპერატრიცას, დამზადებულია ბრინჯაოსაგან და მთლიანობაში იწონის 3 ტონას. გრანიტის პოსტამენტის წონაა დაახლოებით 50 ტონა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В Ростове-на-Дону установлен памятник императрице Елизавете Петровне“, РИА Новости. წაკითხვის თარიღი: 2017-01-10.