ელზა სუარესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელზა სუარესი
Elza Soares.jpg
ელზა სუარესი 2010 წელს
ბიოგრაფია
დაიბადა 23 ივნისი, 1937 (1937-06-23) (82 წლის)
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
ჟანრ(ებ)ი სამბა, ბოსა-ნოვა
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალისტი
აქტიური 1950-დან — დღემდე

ელზა და კონსეისაო სუარესი (ბრაზ.-პორტ. Elza da Conceição Soares; დ. 23 ივნისი, 1937, რიო-დე-ჟანეირო) — სამბას სტილის ბრაზილიელი მომღერალი, ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც „სამბას დედოფალი“.

დაიბადა 1937 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ფაველაში. 16 წლისამ მოიგო მუსიკალური კონკურსი. რამდენიმე წლის განმავლობაში გამოდიოდა კრუნერად ჰოაკიმ ჰელის ჯგუფში, შემდეგ მოგზაურობდა სხვა მუსიკოსებთან ერთად. მისი პირველი ჰიტი გახდა „Se Acaso Você Chegasse“ (1959), შემდეგ წელს ჩაწერა ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი.

1962 წელს გაემგზავრა ჩილეში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე ბრაზილიის ნაკრების მხარდასაჭერად, სადაც ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო გარინჩა. როდესაც გარინჩა მეუღლეს გაშორდა, მან და ელზამ იქორწინეს. მოგვიანებით შეეძინათ ვაჟი — მანუელ დოს სანტოს გარინჩა ჟუნიორი, რომელიც 10 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 1977 წელს ელზა და გარინჩა ერთმანეთს დაშორდნენ. ელზას კარიერული აღმასვლა 1950-იან წლებში დაიწყო, პიკი 1960-იან წლებში იყო, როდესაც მან რამდენიმე ჰიტი და წარმატებული ალბომი გამოუშვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • José Louzeiro Elza Soares: Cantando para não enlouquecer. — São Paulo: Editora Globo, 1997. — ISBN 85-250-2415-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]