ეკატერინე II-ის ძეგლი (კრასნოდარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეკატერინე II-ის ძეგლი
Памятник Екатерине II
Екатерина Великая. Монумент.JPG
კოორდინატები 45°00′55″ ჩ. გ. 38°58′06″ ა. გ. / 45.01528° ჩ. გ. 38.96833° ა. გ. / 45.01528; 38.96833
მდებარეობა კრასნოდარი, რუსეთი
მოქანდაკე მიხეილ მიკეშინი
მასალა ბრინჯაო
თუჯი
ალუმინი
ოქროფურცელი
სიმაღლე 13,8 მ
დაწყების თარიღი 1896
დასრულების თარიღი 1907

ეკატერინე II-ის ძეგლი (რუს. Памятник Екатерине II) — ძეგლი რუსეთის ქალაქ კრასნოდარში. აიგო იმპერატორ ეკატერინე II-ის საპატივმცემლოდ. ძეგლი 1907 წელს გაიხსნა. 1920 წელს ის ბოლშევიკებმა დაანგრიეს, ხოლო 2006 წელს კვლავ აღადგინეს.

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორს ხელში სკიპტრა და სამეფო სფერო უჭირავს, ხოლო თავად კი ბრძენი და დიდებულია გამოხატული რომელიც სამეფო ძოწეულით არის შემოსული. კვარცხლბეკის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ტექსტი[1]. მარცხნივ საბრძოლო დროშებისა და სამხედრო ნიშნების ფონზე გამოსახულია თავადი გრიგორი პოტიომკინი. მარჯვნივ შავი ზღვის კაზაკთა დანაყოფის პირველი სამი ყოშის ატამანი: ანტონ გოლოვატი, სიდორ ბელი და ზახარი ჩეპეგა დგას. ძეგლის უკანა მხარეს გამოსახულია კობზარი გამყოლით, აგრეთვე რუსეთის მიერ ყუბანელი კაზაკების მონაწილეობით მოპოვებული გამარჯვებების სია.

ძეგლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის პროექტი 1895 წელს ცნობილმა მხატვარმა და მოქანდაკემ მიხეილ მიკეშინმა ყუბანელი კაზაკების შენაერთის 200 წლის იუბილისათვის შეიმუშავა. მოულოდნელმა გარდაცვალებამ მიკეშინს სამუშაოს დასრულების საშუალება არ მისცა, მისი საქმე განსაკუთრებული საჯარისო სამშენებლო კომისიის უშუალო ზედამხედველობით მოქანდაკე ბორის ედუარდსმა გააგრძელა. ძეგლის მშენებლობას საფუძველი 1896 წლის შემოდგომაზე ჩაეყარა, ხოლო მისი გახსნა მხოლოდ 1907 წლის 6 მაისს მოხერხდა.

ახალი ძეგლი ცნობილმა ყუბანელმა მოქანდაკემ, რუსეთის მხატვართა კავშირის წევრმა ალექსანდრე აპოლონოვმა შექმნა. ძეგლის შექმნისას მან მისი ბრინჯაოს მოდელის ფოტოები, საარქივო დოკუმენტები და ნახაზები გამოიყენა. მონუმენტი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხატვრული ჩამოსხმის სახელოსნოში დამზადდა. არქიტექტურულ-სკულპტურული ატრიბუტიკა კრასნოდარის კომპრესორულ ქარხანაში დამზადდა.

2011 წელს ეკატერინე II-ის ძეგლი სოჭშიც გაიხსნა, რომელიც კრასნოდარში არსებული ძეგლის შემცირებულ ასლს წარმოადგენს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]