ეთელ ბელამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთელ ბელამი
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი 1881
ოქსფორდი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი 1960 (79 წლის)
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა ასტრონომი, სეისმოგრაფი

ეთელ ბელამი (ინგლ. Ethel Frances Butwell Bellamy (დ. 17 ნოემბერი 1881 – გ. 7 დეკემბერი 1960) — ინგლისელი ასტრონომი და სეისმოგრაფი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთელ ბელამი დაიბადა ოქსფორდში 1881 წელს. მისი მშობლები იყვნენ მონტაგუ ედვარდ ჯეიმს ბუტველ ბელამი და მერი კასტელი.

მისი ბიძა ფრენკ არტურ ბელამი იყო ასტრონომი და თავის თანაშემწეებთან ერთად მუშაობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის რედკლიფის ობსერვატორიაში. 1889 წელს, 17 წლის ასაკში, ეთელი მას დახმარებას უწევდა გამოთვლების წარმოებაში ცის რუქის ( Carte du Ciel ) და ჰერბერტ ჰოლის ხელმძრვანელობით ასტროგრაფიული კატალოგის შედგენის დროს. 1912 წელს ეთელმა ობსერვატორიაში ასისტენტის თანამდებობა მიიღო და დაენიშნა ხელფასი 50 ფუნტი წელიწადში — თანამდებობა ოდესღაც მის მეორე ბიძას, ფრედერიკ ბელამს ეკავა.

როდესაც ოქსფორდის უნივერსიტეტში დაასრულა მუშაობა ვარსკვლავების კატალოგიზაციაზე, ჰერბერტ ტერნერმა აიღო ანალოგიური სამუშაო ვატიკანის ობსერვატორიაში. ნამუშევრებს ვატიკანისთვის ეთელი ასრულებდა 1911 წლიდან 1928 წლამდე და ვატიკანის მიერ დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით. საერთო ჯამში, 1928 წლისთვის ეთელმა და მისმა ბიძამ კატალოგში მილიონზე მეტი ვარსკვლავი შეიტანეს.

1918 წელს ეთელ ბელამი სეისმოლოგიური ლაბორატორიის ასისტენტი გახდა. მუშაობდა სეისმოგრაფებთან, ასევე აგროვებდა და ამუშავებდა ექვსასი სეისმოლოგიური სადგურიდან მიღებულ მონაცემებს. ჰერბერტ ტერნერთან, შემდეგ კი ჯოზეფ ჰიუზთან ერთად, მან გამოთვალა მიწისძვრების ეპიცენტრები და მოამზადა მონაცემები ISS (International Seismological Summaryსაერთაშორისო სეისმოლოგიური რეზიუმე ) კატალოგში გამოსაქვეყნებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი დამოუკიდებლად ასრულებდა ამ საქმეს.[3]

1930 წელს, ჰერბერტ ტერნერის გარდაცვალების შემდეგ, ეთელი გახდა ISS-ის ერთ-ერთი რედაქტორი. იგი ასევე აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიების— 1913 წლიდან 1939 წლამდე. ეთელს ჰქონდა 9 პუბლიკაცია, რომელთაგან 2 ბიძასთან თანაავტორობით გაკეთდა. ფრენკ ბელამი 1936 წელს გარდაიცვალა, თავისი კოლექცია კემბრიჯის უნივერსიტეტს უანდერძა და დისშვილს არაფერი დაუტოვა. შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტმა უარი თქვა ფრენკ ბელამის მემკვიდრეობაზე ეთელის სასარგებლოდ.

1939 წელს ეთელმა გამოაქვეყნა სტატია ჟურნალ Nature- ში, სადაც აღწერილია მიწისძვრის ეპიცენტრების გეოგრაფიული განაწილება 1913 წლიდან 1932 წლამდე.

ეთელ ბელამი იყო ბრიტანეთის ასტრონომიული ასოციაციის (British Astronomical Association) წევრი. 1926 წელს იგი აირჩიეს სამეფო ასტრონომიულ საზოგადოებაში და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა საპატიო მაგისტრის ხარისხი.[4]

1947 წელს ეთელ ბელამი გავიდა პენსიაზე და გაემგზავრა აფვეიში ( დორსეტი ).

ეთელ ბელამი გარდაიცვალა 1960 წლის 7 დეკემბერს 79 წლის ასაკში.

ოქსფორდში, ვინჩესტერ-როუდ -2 -ზე მდებარე სახლის კედელს, სადაც ეთელი ბიძასთან ერთად ცხოვრობდა 1930-დან 1949 წლამდე, ამშვენებს მისი სახელობის მემორიალური დაფა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. St Mary Magdalen section: Row 10, Grave D5, St Sepulchres Cemetery Oxford, Retrieved 25 July 2015
  2. http://www.oxonblueplaques.org.uk/plaques/bellamy.html |Oxfordshire Blue Plaques Board: Frank & Ethel Bellamy, accessed 8 October 2019
  3. Hutchins, Roger (2008). British University Observatories, 1772–1939. Ashgate Publishing, Ltd. pp. 344–345. ISBN 9780754632504.
  4. "List of the fellows of the Royal Astronomical Society. 1933". HathiTrust. Retrieved 29 August 2021.