ეზანას ქვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Aksum, iscrizione di re ezana, in greco, sabeo e ge'ez, 330-350 dc ca. 03,1.jpg

ეზანას ქვააქსუმის სამეფოს არტეფაქტი. ეს ქვის ძეგლი არის დოკუმენტალური მტკიცებულება იმისა თუ როგორ მიიღო მეფე ეზანამ ქრისტიანობა და როგორ დაიმორჩილა სხვადასხვა მეზობელი ხალხი, მათ შორის მეროე.

ახ. წ. 330-356 წლებში აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე აქსუმის სამეფოს მართვდა მეფე ეზანა. იგი ებრძოდა ნუბიელებს და თავის გამარჯვებების შესახებ წერდა სტელებზე. ეზანას ქვა დაწერილია გეეზის, საბეისა და ბერძნულ ენებზე. წარწერა ძირითადად ღმერთის განდიდებაა გამარჯვებების გამო. მისი წარწერები ქვაზე წარმოდგენილია სამ ენაზე, როზეტის ქვის მსგავსად.

საეკლესიო ისტორიის თანახმად აბისინიელი წმინდა ფრუმენტი, ახალგაზრდა მეფის მონა, მიიღებს ქრისტიანობას ალექსანდრიაში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მისი გავლენით მეფემ და მისმა მრავალმა ქვეშევრდომმა ქრისტიანობა მიიღო. ასე დაიბადა ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია. თავისი მმართველობის დასასრულს, დაახლოებით 350 წელს მეფე ეზინამ ქუშიტების წინააღმდეგ დაიწყო ლაშქრობა, რის შედეგადაც ქუშის სამეფო გაანადგურა. გეეზის ენაზე დაწერილი სხვადასხვა ქვები ნაპოვნია ასევე მეროეში, ქუში სამეფოს დედაქალაქში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]