ევგრაფ ფიოდოროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევგრაფ ფიოდოროვი
Jewgraf Stepanowitsch Fjodorow.jpg
დაბ. თარიღი 10 (22) დეკემბერი 1853
დაბ. ადგილი ორენბურგი[1]
გარდ. თარიღი 21 მაისი 1919(1919-05-21)[1] (65 წელი)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი

ევგრაფ სტეფანეს ძე ფიოდოროვი (რუს. Фёдоров, Евграф Степанович; დ. ძველი სტილით [10 დეკემბერი], ახალი სტილით [22 დეკემბერი] 1853, ორენბურგი, — გ. 21 მაისი 1919, პეტროგრადი) — რუსი კრისტალოგრაფი, გეომეტრი, მინერალოგი, პეტროგრაფი და გეოლოგი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1919).

ევგრაფ ფიოდოროვმა 1883 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი. 1886-1894 წლებში — მუშაობდა გეოლოგიურ კომიტეტში, 1894-1895 წლებში — ურალში სამთო ინჟინრად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო (1895-1905) და პეტერბურგის სამთო (1896-1900 წლები და 1905 წლიდან) ინსტიტუტებში. 1905-1910 წლებში იყო პეტერბურგის სამთო ინსტიტუტის პირველი არჩევითი დირექტორი.

ფიოდოროვი თანამედროვე სტრუქტურული კრისტალოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1890 წელს გამოიყვანა 230 სივრცითი ჯგუფი (ე.წ. ფიოდოროვის ჯგუფი). 1880 წელს დაამუშავა ორწრედიანი გონიომეტრის პროექტი. 1891 წელს გამოიგონა უნივერსალური ოპტიკური ხელსაწყო — ფიოდოროვის მაგიდა.

მრავალი შრომა მიუძღვნა თეორიულ და რეგიონალურ პეტროგრაფიის, მინერალოგიის, ფიზიკური გეოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის საკითხებს. 1901-1905 წლებში იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ადიუნქტი, 1896 წლიდან — ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Начала учения о фигурах, [М.], 1953;
  • Симметрия и структура кристаллов. Основные работы, [М.], 1949 (лит.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 328, თბ., 1986 წელი.
  • Шафрановский И. И., Е. С. Федоров, великий русский кристаллограф, М., 1945(лит.);
  • Кристаллография. Сб., в. 3, Л., 1955;
  • руды института истории естествознания и техники, в. 10, М., 1956, с. 5–84; Универсальный столик Е. С. Федорова. [Сб.], М., 1953.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]