ევა კოქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევა კოქსი
დაბადების სახელი ევა მარია ჰაუზერი
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1938
ეროვნება ავსტრალიელი
განათლება ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი
საქმიანობა მკვლევარი, ქალთა უფლებების დამცველი

ევა კოქსი (ინგლ. Eva Maria Cox; ქალიშვილობის გვარია ჰაუზერი; დ. 21 თებერვალი, 1938) ― ავსტრიაში დაბადებული ავსტრალიელი მწერალი, ფემინისტი, სოციოლოგი, სოციალური კომენტატორი და აქტივისტი. აქტიურად უჭერს მხარს „უფრო ცივილური“ საზოგადოების ჩამოყალიბების იდეას. დიდი ხნის მანძილზე იყო ქალთა საარჩევნო ლობის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევა მარია ჰაუზერი ვენაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა 1938 წელს, ანშლუსამდე 3 კვირით ადრე, რის გამოც ის და მისი ოჯახი სახელმწიფოს გარეშე დარჩა. მომდევნო წელს დედასთან, რუთთან ერთად, რომელიც მედიცინის ბოლო კურსის სტუდენტი იყო, ინგლისში გაემგზავრა. ომის პერიოდში სარის საგრაფოში ცხოვრობდა.[1] მამამისი, რიჩარდ ჰაუზერი, პალესტინაში ბრიტანულ არმიას შეუერთდა. მისი ნათესავები სიდნეიში თავშესაფრის მიღებას ცდილობდნენ. ომის დასრულების შემდეგ მამამისი რომში გაერთიანებული ერების ლტოლვილთა ასოციაციაში მუშაობდა. კოქსი რომში 2 წელიწადს სწავლობდა. 1948 წელს ისიც დედის სხვა ნათესავებს შეუერთდა სიდნეიში.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის კოქსი ავსტრალიის ორდენის ოფიცრად დაინიშნა.[3] 1997 წელს ავსტრალიის ჰუმანისტური საზოგადოებების საბჭომ იგი წლის ჰუმანისტად დასახელდა.[4]

2011 წელს კოქსმა ავსტრალიის ფოსტის ლეგენდების ჯილდო მიიღო და მისი სახე ერთ-ერთ საფოსტო მარკაზე გამოსახეს, რომელიც 4 ქალს ეძღვნებოდა მათ მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის. დანარჩენი ქალები არიან: ჟერმენ გრირი, ენ სამერსი და ელიზაბეთ ევეტი.[5][6]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიაში დასახლების შემდეგ კოქსი ებრაულ იდენტობითა და ებრაული თემით დაინტერესდა. ის აგნოსტიკი და ჰუმანისტია.[7] 2014 წლის ტვიტერის ანგარიშის მიხედვით, კოქსი სიდნეიში, ავსტრალიაში ცხოვრობს და „ცდილობს, ის საზოგადოებები, სადაც ვცხოვრობთ, უფრო ცივილურ გახადოს ფემინიზმის, სამართლიანობისა და თანასწორობის მეშვეობით, ეკონომიკურ მატერიალიზმზე ნაკლები აქცენტის გაკეთებით“.[8]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cox E. and Goodman J., Bullying at an Australian university: practices and implications, EUR October 2005
  • Cox, Eva, In Defence of Social Capital: A reply to Blue Book 8, Arena Magazine 76 June 2005
  • Cox E. (2005), A Better Society: Ingredients for Social Sustainability in ed Adams P. and Spender D., The Ideas Book, UQP Brisbane
  • Bloch, B. and Cox E. (2005), Jewish Women and Australian in Braham, G. and Mendes P. Jews in Australian Politics, Sussex University Press
  • Cox E. (2002), Australia, Making the Lucky Country in Putnam R., Democracies in Flux: The evolution of social capital in contemporary society, OUP NY
  • Cox E. (2000), The Light and Dark of Volunteering (2000) in Warburton J. and Oppenheimer M. (Ed), Volunteers and Volunteering, Federation Press, Sydney.
  • Cox E. (2000), Diversity and Community: Conflict and Trust? in Vasta E. (Ed), Citizenship, Community and Democracy, Macmillan UK.
  • Cox E. and Caldwell C. (2000), Making Policy Social in Winter, I. ed., Social Capital and Public Policy.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Datelines: Eva Cox, social commentator", Sydney Morning Herald, 24 May 1997, Spectrum, p. 2s
  2. Eva Cox: A Feisty Feminist. ციტირების თარიღი: 2016-01-17
  3. It’s an Honour: AO
  4. Eva Cox. ICMI Speakers & Entertainers. ICMI (2014). ციტირების თარიღი: 31 March 2014.
  5. Cox pushes the envelope Australian Jewish News, 27 January 2011
  6. Women activists – Germaine Greer, Eva Cox and Anne Summers to feature on stamps დაარქივებული 19 April 2015 საიტზე Wayback Machine. at news.com.au, 19 January 2011
  7. eva cox. (31 March 2014) eva cox. eva cox on Twitter. Twitter. ციტირების თარიღი: 31 March 2014.
  8. Eva Cox. (2014)What Makes Me Happy. Eva Cox. ციტირების თარიღი: 31 March 2014.