ეგზარქოსის ყოფილი რეზიდენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეგზარქოსის ყოფილი რეზიდენცია - ახლა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენცია. კომპლექსი განლაგებულია ერეკლე მეორის მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში. გალავნის კედელი გამოდის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ახლანდელი შენობის აგება დაიწყო 1809 წელს მეფე როსტომის სასახლის ნანგრევებზე, მეფის რუსეთის წარმომადგენლის, საქართველოს მთავარმმართებლისთვის. შემდეგ აქ განთავსდა მართლმადიდებელი რუსული საეკლესია მმართველობა - ეგზარქოსი და მისი სამსახურები. ნაგებობამ არაერთგზის განიცადა საფუძვლლიანი რეკონსტრუქცია, თუმცა შემორჩენილ ფასადებზე ჯერ კიდევ შეიმჩნევა კლასიციზმის მოტივები. XX საუკუნის 80-იან წლებამდე აქ იყო განთავსებული სამოქალაქო მილიციის სამმართველო , შემდეგ საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტი. 1990 წელს კომპლექსი გადაეცა კათალიკოს-პატრიარქს რეზიდენციისა და რიგი საეკლესიო სამსახურების განსათავსებლად.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., გვ. 433